გელა პავლეს ძე ფარასტაშვილი, დაიბადა 1972 წლის 30 მაისს ქარელის რაიონის დაბა აგარაში.
სწავლა დაიწყო დაბა აგარის საშუალო სკოლაში !978 წელს. დაჯილდოებულია წყალტუბოს საქალაქო კომიტეტის მიერ „იმედის სტარტების“ რესპუბლიკურ ფინალურ შეჯიბრებაზე IV-V კლასებს შორის პარველი ადგილის დაკავებისათვის.იყო წევრი როგორც სკოლის, ასევე რაიონული ნაკრები გუნდებისა როგორც მძლეოსნობაში, ასევე ფეხბურთში, წევრი აგარის „მეშაქრეს“ ფეხბურთელთა გუნდისა, რომელიც რესპუბლიკის პირველობაზე გამოდიოდა. 1987 წლიდან._სკოლა დაამთავრა 1989 წელს. სკოლის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო შაქრის კომბინატში ხარატად. სამაჩაბლოში არეულობის პირველი დღიდანვე აქტიურად მონაწილეობდა პიკეტებსა და შეტაკებებში. 1991 წლის მაისში გაიწვიეს ეროვნული გვარდიის რიგებში.
1992 წლის 13 ივლისს ხელშეორედ გაიწვიეს საქართველოს შინაგან ჯაებში.
დაიღუპა 1992 წლის 13 აგვისტოს სამაჩაბლოში სამხედრო მოვალეობის შესრულებისას ოსი ბანდიტების ხელით მის 5 თანამებრძოლთან ერთად (რომლებიც სასტიკად აწამეს).
იყო უცოლშვილო.
მამა – პავლე ფარასტაშვილი, და – მზია და ძმა – ზურა,
ინფორმაცია მოგვაწოდა გიორგი ხაბალაშვილმა დაბ. 1982წ სოფელი ჭანდრები ქარელი