სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
დავით გივის ძე აბაშიშვილი 1971-93წწ. გარდ. აფხაზეთი შავნაბადა, დაბ. თბილისი წარმ. ქარელი დავით გივის ძე აბაშიშვილი 1971-93წწ. გარდ. აფხაზეთი შავნაბადა, დაბ. თბილისი წარმ. ქარელი

1971-1993 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი აბაშიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

251       ბეჭდვა

დავით გივის ძე აბაშიშვილი 1971-93წწ. გარდ. აფხაზეთი შავნაბადა, დაბ. თბილისი წარმ. ქარელი

დავით გივის ძე აბაშიშვილი დაიბადა 1971 წლის 17 თებერვალს ქ. თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა „ელექტრო-აპარატში“ ზეინკლად. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის მერე გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

აბაშიშვილი დავითი გივის ძე- დაიბადა 1971 წლის 17 თებერვალს თბილისში. გარდაიცვალა 1993 წლის 16 მარტს სოხუმი გუმისთა. 16 მარტს სოხუმზე შტურმის დროს დაიღუპა (საავამდყოფოში ჭრილობებით სისხლდენისგან დაიცალა). შავანაბადას ბატალიონი. მედალი -მხედრული მამაცობისთვის.

როცა ქვეყნის ტერიტორიის დაცვა შეიქნა საჭირო, დათო „შავნაბადას“ ბატალიონში ჩაირიცხა.

1993 წლის 16 მარტს გუმისთის მისადგომებთან გამართულ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის დროს გმირულად დაეცა.

მეგობრები ასე გამოეთხოვნენ სიკვდილის შემდეგ მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოებულ გმირს:

„ხანმოკლე იყო, დათო, შენი სიცოცხლე. 22 წლის წახვედი და დაგვიტოვე მოუნელებელი ტკივილი. საოცარი ბიჯი იყავი, ყველასაგან გამორჩეული, ამიტომაც წახვედი ამ ქვეყნიდან გმირად.

აფხაზეთში იბრძოდი, თბილისში ჩამოსული ისევ უკან დაბრუნდი... სხვანაირად ვერ მოიქცეოდი, იქ ბიჭები გელოდნენ, შენ ხომ უღალატო იყავი... აკი გითქვამს დედისათვის, მე არ წავიდე, ის არ წავიდეს, მაშინ ვიღამ დაიცვას ქართული მიწაო. შენ სიყვარულს და სიკეთეს თესავდი. ამიტომაც გაგვაოგნა შენმა გმირულმა სიკვდილმა. გვიჭირს ყველას უშენობა, დათო, მაგრამ ყველაზე მეტად შენ დედასა და დას უჭირს. ლამაზი ფურცელი იყავი, დათო, ამ ქარიშხლიანი წუთისოფლისა და მიწა-წყლისა. უსასრულობისაკენ წაგაფრიალა შენმა ბედისწერამ... ჩვენ კი დაგვიტოვა მოუშუშებელი იარა. შენ მუდამ ჩვენთან იქნები, დათო, ფიქრებში, მოგონებებში, მონატრებებში...

იძინე მშვიდად ქარელის მიწაზე. გწამდეს, რომ შენი სამშობლო იქნება მთლიანი და განუყოფელი, ძლიერი და აყვავებული.

ღმერთმა გააძლებინოს შენს გაუბედურებულ დედას. მუდამ ნათელში ამყოფოს ღმერთმა შენი ლამაზი სული.“




ინფორმაცია მოგვაწოდა გიორგი ხაბალაშვილმა დაბ. 1982წ სოფელი ჭანდრები ქარელი


ითანამშრომლა ზაზა ვალერიანის ძე ხვთისიაშვილი, სერგოს დედის ძმა, ვეტარანი ბატალიონი შავნაბადა დაბ. 1968 წელს თბილისში, წინაპრები სოფელი ბაკურციხე, გურჯაანი. ფოტოზე მიახლოვებით 25 წლის.

ითანამშრომლა ნატა ზაზას ასული ხვთისიაშვილი 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.06.2021
ბოლო რედაქტირება 23.06.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0