სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12261

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
რომან ბენიძე 1955-1993წწ. გარდ. სოფ. ბაბუშერა გულრიფში დაბ. სოფ. წებელდა გულრიფში, აფხაზეთი. რომან ბენიძე 1955-1993წწ. გარდ. სოფ. ბაბუშერა გულრიფში დაბ. სოფ. წებელდა გულრიფში, აფხაზეთი.

1955-1993 წწ. გარდ. 38 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბენიძე სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

23       ბეჭდვა

რომან ბენიძე 1955-1993წწ. გარდ. სოფ. ბაბუშერა გულრიფში დაბ. სოფ. წებელდა გულრიფში, აფხაზეთი.

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-7 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"



რომან  მელიტონის  ძე  ბენიძე  დაიბადა  1955 წლის  31  იანვარს   გულრიფშის  რაიონის  სოფელ  წებელდაში.


1973 წელს   დაამთავრა  ამავე  სოფლის  საშუალო  სკოლა.1974-75 წლებში  მსახურობდა  საბჭოთა  ჯარში  ქალაქ  სვერდლოვსკში. სამხედრო-სავალდებულო  სამსახურის  მოხდის  შემდეგ   ცხოვრობდა   ქალაქ  სოხუმში- ეშბას  ქუჩაზე.


   1978  წელს  დაამთავრა  სოხუმის  ინდუსტრიული  ტექნიკუმი-  მშენებლის   სპეციალობით. 1982  წელს  დაოჯახდა. 1985 წელს   მუშაობა  დაიწყო  მშობლიურ  რაიონში- პროფკავშირების  თავჯდომარედ.

   1985  წლამდე  მუშაობდა  ქალაქ  სოხუმის  45-ე  პროფტექნიკურ  სასწავლებელში- მასწავლებლად.

   1992 წელს  დაამთავრა  ქალაქ  მოსკოვის  შრომის  აკადემია,ეკონომისტის  სპეციალობით.

     აფხაზეთში   საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე  რომან  ბენიძე  ჩაირიცხა საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  23-ე   ბრიგადის  მე-7  ბატალიონში - შტაბის  უფროსის   მოადგილედ. 1993  წლის  17  აპრილს  მიენიჭა  ლეიტენანტის  წოდება. მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  წარმოებულ  საბრძოლო  მოქმედებებში   შრომა, ახალშენი,ტამიშის  მიმართულებით.


  რომან  ბენიძე  დაიღუპა  1993  წლის  22   სექტემბერს -  ავიაკატასტროფაში. ის  იმ  თვითმფრინავში  იმყოფებოდა, რომელიც  ომის  მიწურულს  აფხაზმა  სეპარატისტებმა  ბაბუშარის  აეროპორტის თავზე  ააფეთქეს...  მხოლოდ  ოთხი  წლის  შემდეგ  გახდა  შესაძლებელი  მისი გადმოსვენება. ის დიდი  პატივით დაკრძალეს  ხონის  რაიონის  სოფელ  გოჩა  ჯიხაიშში.

    საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და   თავგანწირვისთვის   რომან  ბერიძე, სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III  ხარისხის ორდენით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.06.2021
ბოლო რედაქტირება 31.01.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.07.2023
სულ რედაქტირებულია 1


ბენიძე

1 0

ზური ბენიძე 1953-93წწ. გარდ. სოფ. თავისუფლება სოხუმი დაბ. სოფ. ბირცხა სოხუმი აფხაზეთი

2 0


ჯანიკო ბენიძე დაკარგ. აფხ. ომი 1992-93წწ

2 0

იგორ ბენიძე 1959-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


შაქრო (ბაქარ) ბენიძე 1963-1993წწ. გარდ. სოფ. არადუ ოჩამჩირე დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი.

2 0


რამაზ ბენიძე 1948-93წწ, გარდ. სოხუმი დ. სოფ. ბესლეთი სოხუმი აფხაზეთი

3 1


ლადო ბენიძე კონსტანტინეს ძე 1928-1993წწ დაკარგ. სოხუმი დაბ. სოფ. ზუბი, ცაგერი, ფონდი მოლოდინი

2 0

მამუკა ვალიკოს ძე ბენიძე 1962-93წწ 1962-93წწ გარდ. წყალტუბო, შსს დაბ. წყალტუბო

2 0

ბონდო ბენიძე 1962-93წწ. გარდ. სოფ. ცხენისწყალი ოჩამჩირე დაბ. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


ემზარ ბენიძე გარდ. 1993 წ. სოხუმი აფხაზეთი

3 0