ჯემალ არძენაძე ქაზიმის ძე დაიბადა 25 ნოემბერი1972 წელს დაბა ჩაქვში ციტრუსების მეურნეობა,გაწვეული იყო სავალდებულო სამზედრო სამსახურში 21 აგვისტო 1992 წელს ქობულეთის რსკ-ს მიერ.
მსახურობდა შინაგანი ჯარის ს/ნაწილი 2060-ი ქალაქ ბათუმში
გარდაიცვალა 06 დეკემბერი 1992 წელი სოფელი ცაგერა ოჩამჩირე აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში.
დაკრძალულია დაბა ჩაქვის მე-7 რაიონში.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 22 თებერვლის 194 წელი, ბრძანებით დაჯილდოებულია მედლით "მხედრული მამაცობისათვი" N 00138
ჯემალ არძენაძე 1972 წლის 25 ნოემბერს, ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში დაიბადა.
1993 წელს იგი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. მშობლების სურვილის საწინააღმდეგოდ ფორმა ჩაიცვა და წავიდა ჯარში. „ღმერთმა იმიტომ გამაჩინა, რომ სამშობლოს ვემსახურო“, - ეწერა მშობლებისთვის დატოვებულ წერილში.
აფხაზეთში ჩასვლიდან ორი კვირაც არ იყო გასული, რომ დაიღუპა. თუმცა ვალის მოხდა სამშობლოსა და თანამებრძოლების წინაშე ამ მოკლე დროშიც მოასწრო.
ბრძოლის ველზე მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: საომარი პოზიციების შეცვლის დროს ერთერთი თანამებრძოლი დაიჭრა, ჯემალმა და როინ შანიძემ ის უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ბრძანების მიუხედავად ჯემალი უკან დაბრუნდა თანამებრძოლებთან რაც დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, მათ წყალი მიუტანა, მტრის ზუსტი ადგილ-სამყოფელი დაადგინა და მის შესახებ თანამებრძოლებს შეატყობინა. ამ დროს თავში ორი ტყვია მოხვდა.
1992 წლის 6 დეკემბერს, სასიკვდილოდ დაჭრილი, ოჩამჩირის საავადმყოფოში გარდაიცვალა
წყარო მარინა ნაჭყებია