მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ავთანდილ მიხეილის ძე ბჟალავა დაიბადა 1948 წლის 3 თებერვალს ხობის რაიონის სოფელ პატარა-ფოთში.
სკოლის დამთავრებისთანავე დაოჯახდა და საცხოვრებლად აფხაზეთში , გულრიფშში გადავიდა. მუშაობდა ციტრუსების მეურნეობაში.
აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს გულანთებული ვაჟკაცი გულგრილი არ დარჩა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ და მეგობრებთან ერთად დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ავთანდილ ბჟალავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონში. ავთანდილი მტრის შემოტევებისას უშიშრად იბრძოდა მდინარე გუმისთის მიმდებარედ,ქვემო ეშერაში 1992 წლის 13 ნოემბერს პოზიციური ბრძოლის დროს ავთანდილ ბჟალავა გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის ავთანდილ ბჟალავა ,სოკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისთვის“.