ვლადიმერ ოთარის ძე ოსიშვილი დაიბაღა 1971 წლის 26 მაისს მცხეთის რაიონის სოფ. წილკანში. გარდაიცვალა 14 აგვისტო 1992 წელს სოხუმში. სკოლა დაამთავრა 1988 წელს, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს 1989 წელს. 1991 წლის 17 სექტემბრიდან დაიწყო სამსახური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სპეციალური დანიშნულების ბატალიონში ზემდეგის წოდებით.
ჰყავს მეუღლე: ეკა ირაკლის ასული მუკნიაშვილი. ელოდებოდა შვილს.
მამა – ოთარ ვლადიმერის ძე ოსიშვილი.
ძმები –აჩიკო ოთარის ძე ოსიშვილი და ლევანი.
გამზრდელი ბებია –ნატალია დიმიტრის ასული ოსიშვილი.
რითი ვანუგეშოთ მისი გულმოკლული პაპა მისმა შვილებმა – ის ხომ დიდი სიყვარულით ზრდიდა ვლადიმერს ღა უმისოღ სიცოცხლე წარმოუდგენლად მიაჩნდა? დაეცა სოხუმთან.
ვლადიმერ ოსიშვილი დაკრძალულია მცხეთის რაიონის სოფ. წილკანში.
ნაირა ოსიშვილი-ლოლაძე