სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გოჩა ბოდაველი გარდ. აფხაზეთი დაბ. თიანეთი გოჩა ბოდაველი გარდ. აფხაზეთი დაბ. თიანეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბოდაველი სია

თიანეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

54       ბეჭდვა

გოჩა ბოდაველი გარდ. აფხაზეთი დაბ. თიანეთი

გოჩა ნოდარის ძე ბოდაველი დაიბადა თიანეთის რაიონის დაბა თიანეთში.

1962 წლის 19 ივლისს მისი მშობლები: მამა – ნოდარ ბოდაველი, განათლებით ელექტროტექნი

დედა – ელისო გიორგის ასული ლეკიშვილი-ბოდაველისა, განათლებით ბუღალტერი, 1972 წლიდან პირველი ჯგუფის ინვალიდი.

გოჩა ბოდაველი 1969 წელს შევიდა თიანეთის ზოია რუხაძის სახელობის რვაწლიან სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ 1977 წელს სწავლა განაგრძო თიანეთის # 73 პროფტექნიკურ სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა.

1980 წელს – სოფლის მშენებელი ოსტატის სპეციალობით.

1981 წლის მაისში გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, საიდანაც განთავისუფლდა 1993 წლის ივნისში.... იმავე წლის პირველი სექტემბრიდან გოჩა სწავლას იწყებს თბილისის საავიაციო ქარხანასთან არსებულ # 38-ე ტექნიკურ სასწავლებელში ზეინკლის სპეციალობის დასაუფლებლად, მისი დამავრებისთანავე მუშაობს იმავე ქარხანაში, ხოლო 1984 წლის სექტემბრიდან დედის ავადმყოფობის გამო ბრუნდება თიანეთში და მუშაობს დამზადების გაეართიანების საწყობის გამგედ, 1988 წლიდან კი გაერთიანება „სოლანის“ თიანეთის საწარმოო უბნის ზეინკალია.

ჯერ კიდევ თბილისის საავიაციო ქარხანაში მუშაობის დროს დაქორწინდა ქ. ჭიათურაში მცხოვრებ ნარგიზა ალექსანდრეს ასულ ცერცვაძეზე, რომელთანაც 1985 წელს ეყოლა გოგონა. – ელისო, ხოლო მოგვიანებით 1991 წელს ვაჟი – სოსო (იოსები).

საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყებისთანავე გოჩა მთელი გატაცებით ებმება ამ მოძრაობაში, მონაწილეობს მიტინგების მოწყობაში.

1992 წლის 13 აგვისტოს თავის ნაწილთან ერთად აფხაზეთშია და მონაწილეობას  იღებს საბრძოლო ოპერაციებში.

1992 წლის 2 სექტემბერს მტრის ტყვიამ სიცოცხლე მოუსპო.დაკრძალულია თიანეთის სასაფლაოზე.




„სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოვდეს ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენით - გოჩა ბოდაველი (სიკვდილის შემდეგ)

ედუარდ შევარდნაძე - საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი , 1994 წლის 14 თებერვალი“

წყარო: ფოტო - ზურაბ აფციაური

ტესქტი - „აფხაზეთის ცაში ატანილი სევდა“ კრებული


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.06.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0