გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
დაიბადა 1963 წლის 30 ოქტომბერს თიანეთის რაიონის სოფელ მამადაანებში.
დაამთავრა თონეთის საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო თელავის სამშენებლო ტექნიკუმში. 1986 წელს მუშაობა დაიწყო ექსპედიტორად, 1991 წელს კი –თბილისის გაზის აპარატურის ქარხანაში გადავიდა.
1992 წლის 27 აგვისტოს ჩუღურეთის რაიონის სამხედრო განყოფილებამ გაიწვია სამსახურში და ჩაირიცხა 101-ე ბატალიონში. 27 აგვისტოდან იმყოდებოდა გაგრაში, 2 ოქტომბერს ღამის 2 საათსა და 30 წუთზე მოხდა თავდასხმა, როდესაც მიხეილი (მიშა) დაიჭრა თავში და მიიყვანეს გაგრის საავადმყოფოში, სადაც გაუწიეს სამედიცინო დახმარება. შემდეგ დატოვეს გაგრა და 7 ოქტომბერს დაბრუნდა თბილისში თავის საცხოვრებელ სახლში (ნაძალადევის რაიონი, მოლითის ქ. # 22), რადგან თავის არიდან 7 ნაკერი ამოუღეს, ისევ დაუბრუნდა სოხუმს. სოხუმში 29 წლისა გახდა 30 ოქტომბერს დაბადების დღე გადაუხდია, 2 ნოემბერს ღამის 3 საათისთვის სოფელ შრომასთან მოხდა შეტაკება, სადაც დამხმარე ძალა გამოიძახეს. და მანქანიდან პირველი გადასულა მიშა მამადაშვილი, რომელსაც მარჯვნივ მუცლის არეში მოხვდა აფხაზების თუ ჩეჩნების ნასროლი ავტომატის ტყვია – მაინც ამდგარა ზეზე, ითხოვდა ტანკის გამანადგურებელ იარაღს, მაგრამ დაცხრილეს.
მიხეილ მამადაშვილი მის მშობლიურ თიანეთში დაკრძალეს.
რა კარგია, რომ მას დარჩა ორი შვილი, “რომლებიც, გვწამს, ყველაფერს.
გააკეთებენ იმისთვის, რომ ასახელონ თავიანთი ძვირფასი მამის სახელი.
სტენდი გააკეთა ზურაბ აფციაურმა დაბ თიანეთი
ინფორმაციის მოძიებაში მოგვეხმარა ხვიჩა უშიკიშვილი ვეტერანი დაბ. სოფ. ხობცა თიანეთი