სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
კახა ტაბაღუა 1967-93წწ. გარდ. სოფ. ქვემო ეშერა სოხუმი დაბ. სოფ. კოხორა გალი აფხაზეთი კახა ტაბაღუა 1967-93წწ. გარდ. სოფ. ქვემო ეშერა სოხუმი დაბ. სოფ. კოხორა გალი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ტაბაღუა სია

გალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

44       ბეჭდვა

კახა ტაბაღუა 1967-93წწ. გარდ. სოფ. ქვემო ეშერა სოხუმი დაბ. სოფ. კოხორა გალი აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

კახა  იპოლიტეს  ძე  ტაბაღუა  დაიბადა  1967  წლის  16 მარტს  გალის  რაიონის  სოფელ   კოხორაში. კოხორის  საშუალო   სკოლის  რვა კლასის დამთავრების  შემდეგ  სწავლა  განაგრძო  აჩიგვარის  ტექნიკუმში, მექანიზაციის  ფაკულტეტზე.  სასწავლებლის   დამთავრებისთანავე  საბჭოთა  არმიის  რიგებში   გაიწვიეს,  მსახურობდა  წყნარი  ოკეანის  საზღვაო  ფლოტში.

   კახა  ტაბაღუა  აფხაზეთში  ომის  დაწყების  პირველივე  დღიდან  ჩადგა  მამულის დამცველთა  რიგებში. ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის მე-6  სატანკო  ბატალიონის  ზურგის  სამსახურში,სამეურნეო  ოცეულის  საწვავ-საპოხი  მასალების  საწყობის  უფროსის  თანამდებობაზე. აქტიურად  მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  წარმოებულ  საბრძოლო  ოპერაციებში- მდინარე  გუმისთის  პირას.

    1993  წლის  4  ივლისს  სოხუმზე  შეტევის  მოგერიებისას  კახა  ტაბაღუა  მე-6  ბატალიონის  ქიმიური  ოცეულის  საბრძოლო  პოზიციაზე,მდინარე  გუმისთის  პირას,სოფელ  ქვემო  ეშერასთან , მძიმედ  დაიჭრა და  გარდაიცვალა.

   საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  კახა  ტაბაღუა, სიკვდილის  შემდეგ,  დაჯილდოვდა,  ვახტანგ  გორგასლის  II    ხარისხის  ორდენით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.06.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 01.09.2021
სულ რედაქტირებულია 1


ტაბაღუა - გვარის 5 ღვთისმსახური

1 0