სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი ● იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვლადიმერ ქელეხსაშვილი 1968-26/11/92წწ. გარდ. სოფ. ქვემო ეშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი ვლადიმერ ქელეხსაშვილი 1968-26/11/92წწ. გარდ. სოფ. ქვემო ეშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი

1968-1992 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ქელეხსაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

174       ბეჭდვა

ვლადიმერ ქელეხსაშვილი 1968-26/11/92წწ. გარდ. სოფ. ქვემო ეშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი

გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ვლადიმერ  არქიპოს  ძე  ქელეხსაშვილი   დაიბადა  1968  წლის  13 აგვისტოს  ქლაქ  თილისში.


დაამთავრა  თბილისის  №71  საშუალო  სკოლა.  1987   წელს  გაიწვიეს  სამხედრო-სავალდებულო  სამსახურში-ავღანეთში,სადაც  ბრძოლისას  დაიჭრა. ჯარიდან  დაბრუნდა  1989  წელს. ჭრილობის  მოშუშების შემდეგ  ვლადიმერმა  მძღოლად   დაიწყო  მუშაობა  ქალაქ  თბილისის  ერთ-ერთ  საწარმოში.


აფხაზეთში  დაწყებული  საომარი  მოქმედებების   დროს  ავღანეთის  ომგამოვლილი  ვაჟკაცი  სამშობლოსთვის  გულანთებული  ვაჟკაცების  გვერდით  დადგა, მეგობრებთან  ერთად ჩაერთო  ჯგუფებში,რომელთაც  ტანკები  გადაჰქონდათ  აფხაზეთში. სოხუმში  ჩასვლისას   ვლადიმერმა  სურვილი გამოთქვა  დარჩენილიყო  ფრონტის  წინა ხაზზე  მებრძოლ  ბიჭებთან  და  ავღანეთში  მიღებული    საომარი  გამოცდილება  გამოეყენებინა  სამშობლოს  საკეთილდღეოდ. ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს   მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე   ბრიგადის  მე-6  სატანკო  ბატალიონში.


   1992  წლის  26  ნოემბერს  მე-6  ბატალიონის  საბრძოლო  პოზიციაზე, მდინარე  გუმისთის  პირას(სოფ. ქვემო  ეშერასთან)  ერთ-ერთი  პოზიციური ბრძოლის   დროს, ვლადიმერ  ქელეხსაშვილი  გმირულად  დაიღუპა.

  საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და თავგანწირვისათვის  ვლადიმერ  ქელეხსაშვილი, სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  მედლით „მხედრული   მამაცობისთვის“.






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ატვირთა: 27.06.2021
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 07.09.2021
სულ რედაქტირებულია 1

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ბოლო რედაქტირება 30.12.2022
სულ რედაქტირებულია 3