სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ლევან როსაპის ძე ჯაში  1963-93წწ გარდ. 30 წლის, სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. თბილისი ლევან როსაპის ძე ჯაში  1963-93წწ გარდ. 30 წლის, სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. თბილისი

1963-1993 წწ. გარდ. 30 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჯაში სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

278       ბეჭდვა

ლევან როსაპის ძე ჯაში 1963-93წწ გარდ. 30 წლის, სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. თბილისი

ლევან როსაპის ძე ჯაში


იდგა 6 ივლისი, დელი 1993...

იყო ერთი თბილისელი ტანადი, მოხდენილი, პატიოსანი, კეთილშობილი, მასზე უფროსების პატივისმცემელი, განსაკუთრებით ბავშვების მოყვარული, თვითონაც ბავშვივით გულუბრყვილო, ყველა გაჭირვებულის დამხმარე და შემბრალებელი ლევან ჯაში.


    ლევან როსაპის ძე ჯაში დაიბადა 1963 წლის 18 აგვისტოს, 1980 წელს, თბილისის # 147 სკოლის დამთავრებისთანავე თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩაირიცხა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის ელექტროაპარატურების ქარხანაშა. ლევანი სასწავლებელში იყო თუ სამსახურში, ყველგან ყველას უყვარდა, თავისი ალალი, ხალასი ადამიანობის გამო. შემდეგ ლევან ჯაშს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების # 11 ბრიგადაში, ნაწილი 05750, სატანკო ბატალიონში ვხედავთ.

    უფროსმა ლეიტენანტმა ლევან ჯაშმა პირნათლად მოიხადა თავისი მამულიშვილური ვალი სამაჩაბლოში, ლევანი აღფრთოვანებული დაბრუნდა სამაჩაბლოდან, – ნახა ჩინებულად მოქართულე, მსუყე სოფლები და მშრომელი ხალხი. როგორ შეიძლება „სამაჩაბლო მტერს რომ ჩაეგდოთ ზელშიო, – გულით უთქვამს ლევანს.

და, აი, დატრიალდა ჯოჯოხეთი აფხაზეთში; და ისიც უყოყმანოდ გაეშურა საქართველოს ამ ძირძველი მიწის დასაცავად.

აფხაზეთში თანამებრძოლები ლევანს ასე ახასიათებდნენ, იყო მეგობრების მიმართ ყურადღებიანი, მიზანში კარგად ისროდა, იყო ლომივით მეომარი,

ამიტომ ბიჭებმა ზედმეტსახელად მას „ლომი“ შეარქვეს.

ს(6-

ერთ დღეს ლევანს ამხანაგებმა უთხრეს: ლევან, შენ მიზანში კარგად ესვრი და იმ შენობას ესროლე, მოახვედრებო მაგრამ ლევანი არ დაეთანხმა რადგან მისთვის ცნობილი იყო, რომ ამ სკოლის შენობაში, გარდა  ტერორისტებისა, იყვნენ ბავშვებიც და ქალებიც.


    იდგა ზაფხული, 6 ივლისი, 1993 წელი... ეს დღე ლევანისათვის საბედისწერო გამოდგა. 2 ივლისს მტერმა სრულიად მოულოდნელად მრავალრიცხოვანი დესანტი გადმოსხა ტამიშის მიდამოებში. მტრის მრავალრიცხოვნების მიუხედავად, მეომრები ჩაებნენ ბრძოლებში 2-6 ივლისს მძაფრი ბრძოლები მიმდინარეობდა, სოფელ ტამიშში და ტამიშის მაიმუნისსაშენ შენობაში გამაგრებული დესანტის საწინააღმდეგოდ. ერთერთი მორიგი საბრძოლო ოპერაციის ჩატარების დროს, ლევანმა მტერს ტანკიდან სროლა დაუწყო, განსაცდელში ჩავარდნილი თავის მეგობრების გადასარჩენად და მტერზე გამარჯვების იმედით... როცა მან მეგობრის ავტომატი აიღო (მტერს რომ არ ჩავარდნოდა ხელში) და ტანკში ჯდებოდა, მტრის ტყვია კეფაში მოხვდა და ტანკიც მაშინვე აფეთქდა, ლევანთან ერთად აქ, ამ ტანკში. დაიღუპა მისი მეგობარი თამაზ გელაშვილიც... „კვდებოდა და მაინც სამშობლოს ხედავდაო“, ასეთ ვაჟკაცებზეა ნათქვამი. ლევანმა და თამაზმა თავიანთი.

თავგანწირული მოქმედებით, მათ წინაშე დასახული საბრძოლო ამოცანა სამშობლოს წინაშე, პირნათლად შეასრულეს...

    მაგრამ ლევანი ვერ დაუბრუნდა საყვარელ მშობლებს, ძმას, ბებიებს, საცოლეს, მეგობრებს, ახლობლებს, აქ, აფხაზეთში დაიმსხვრა მისი სამომავლო. ოცნებები... ლევანის სახელს ნუგეშად, ოჯახში, ლევანის ძმისშვილი პატარა ლევან ჯაში გააგრძელებს ჭეშმარიტად თავისუფალ საქართველოში.

ძნელია ნუგეში სცე ლევანის დედას, რომლის 30 წლის ვაჟკაცს გამოკვეთილი მიზნები და ოცნებები აუსრულებელი დარჩა, მაგრამ ადვილია სიკვდილი, როცა აღასრულა მოვალეობა მამულიშვილური, დასდო თავი სამშობლოსათვის.

ამიტომ საამაყოც ბევრი აქვთ მშობლებს, რომელთა ვაჟკაცი საქართველოს გმირად იქცა, მის ნათელ ხსოვნას დავიწყება არ უწერია!


მზია ბალანჩივაძე


 

აფეთქდნენ ერთ ტანკში, თამაზი გელაშვილი 1972-1993წწ გარდ. 21 წლის, ტამიში, აფხაზეთი. მე-11 ბრიგადის 1-ლი სატანკო ბატალიონი. დაბ. სოფ.ყარსუბანი ლაგოდეხი კახეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.06.2021
ბოლო რედაქტირება 28.06.2022
სულ რედაქტირებულია 6





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0