სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
კახაბერ ხვედელიძე 1967-93 წწ გარდ. ტამიში, აფხაზეთი შავნაბადა დაბ. თბილისი კახაბერ ხვედელიძე 1967-93 წწ გარდ. ტამიში, აფხაზეთი შავნაბადა დაბ. თბილისი კახაბერ ხვედელიძე 1967-93 წწ გარდ. ტამიში, აფხაზეთი შავნაბადა დაბ. თბილისი

1967-1993 წწ. გარდ. 26 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ხვედელიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

კახაბერ ხვედელიძე 1967-93 წწ გარდ. ტამიში, აფხაზეთი შავნაბადა დაბ. თბილისი

კახა ბეჟანის ძე ხვედელიძე  - დაიბადა 1967 წლის 21 მაისს თბილისში. გარდაიცვალა 1993 წლის 2 ივლისი ოჩამჩირე ტამიში. დესანტის შემოტევის დროს ალყაში მოაქციეს და დაიღუპა. დაკრძალულია ვაშლიჯვრის სასაფლაოზე. შავნაბადას ბატალიონი. მედალი -მხედრული მამაცობისთვის.


დაიბადა თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. 1984 წელს დაამთავრა თბილისის 29-ე საშუალო სკოლა და მოეწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1992 წელს დაამთავრა და მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია.

1985-1987 წლებში იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში, სამშენებლო ბატალიონში, მსახურობდა დასავლეთ უკრაინაში.

1987-1989 წლებში მუშაობდა თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშეწებელ ქარხანასა და გაერთიანება „ელექტროაპარატში“ ზეინკლაღ.

1993 წელს გაიწვიეს შავნაბადას ბატალიონში სამხედრო შეკრებაზე. შავნაბადას ბატალიონის დაზვერვის უფროსი ოფიცერი, ლეიტენანტ» კახაბერ ბეჟანის ძე ხვედელიძე 1993 წლის 2 ივლისს დაიღუპა ტამიშთან ბრძოლაში.

კახაბერ ხვედელიძე სიკვდილის შემღეგ ღაჯილღოვლა მეღლით „მხედრული მამაცობისათვის“.


კახაბერ ხვედელიძე

თბილისში, ჩუღურეთში, ჩიტაიას ქუჩაზე არსებობს მისი სახელობის ბაღი, რომელსაც ყველა ხვედელიძის ბაღს ეძახის, თუმცა ყველამ არ იცის , ვინ იყო კახაბერი!

ერთი, რაც შემიძლია წინასიტყვაობად ვთქვა, ისაა, რომ კახაბერი იყო პირტიტველა ჭაბუკი, მამულის გულანთებული მცველი, რომელმაც სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში უყოყმანოდ გაწირა თავისი სიცოცხლე და ამით მარადიული ხსოვნის სანთელი აინთო.


კახაბერ ბეჟაქნის ძე ხვედელიძე დაიბადა 1967 წლის 21 მაისს. 1984 წელს დაამთავრა ქ.თბილისის კ. კეკელიძის სახელობის 29-ე საშუალო სკოლა. 1987 წელს შევიდა და 1992 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. სტუდენტობის წლებში გატაცებული იყო სპორტით.

კახაბერ ხვედელიძე 1985-1987 წლებში სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდიდა წითელი არმიის რიგებში, იმყოფებოდა დასავლეთ უკრაინის ერთ-ერთ სამხედრო ბატალიონში. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, 1987-1989 წლებში მუშაობდა თბილისის ჩარხმშენებელ ქარხანაში და გაერთიანებულ ელექტროაპარატში ზეინკლად, ოსტატად, მექანიკოსად.

ჩვენი ქვეყნისათვის მძიმე გასაჭირის დროს კახაბერი მის აქტიურ დამცველთა რიგებში ჩადგა-ჩაირიცხა „შავნაბადას“ ბატალიონში და მოხალისედ წავიდა აფხაზეთში. იბრძოდა სოფელ კინდღში, როგორც ბატალიონის დაზვერვის უფროსი ოფიცერ-ლეიტენანტი.

1993 წლის 2 ივლისს კახაბერ ხვედელიძე ტამიშთან ბრძოლაში გმირულად დაეცა. დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის". მისი სახელი მიენიჭა ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე სკვერს. ამავე სკვერში დადგმულია ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი, რომელიც ეძღვნება „შავნაბადას“ ბატალიონის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავშეწირულ მებრძოლებს, მათი გვარ-სახელების ჩვენებით.

კახაბერის ისტორია ამონარიდია ბატონი ლევან ჩაჩუას ახალი წიგნიდან " მამულისათვის თავდადებული გმირები", რომელიც მალე გამოვა ფართო საზოგადოების სამსჯავროზე.


https://www.facebook.com/photo/?fbid=4657639837632465&set=a.234439256619234


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.06.2021
ბოლო რედაქტირება 23.06.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0