მალხაზ (გიორგი) ხაჟომია დაიბადა თბილისში, 1971 წლის 31 ოქტომბერს.
1974 წლიდან იზრდებოდა დედის ლია ხუბულურის მშობლებთან გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში. 8 კლასი იქვე დაამთავრა, საშუალო სკოლა და პროფესიული ტექნიკუმი თბილისში. ის მუდამ დიდი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობდა მასწავლებლებსა და ამხანაგებს შორის.
1992 წლის 29 მაისს მოხალისედ წავიდა შავნაბადას მოხალისეებთან ერთად სამშობლოს დასაცავად.
მისი მოკლე, სიკეთით სავსე, ღირსეული ცხოვრება 1992 წლის 13 ივლისს სამაჩაბლოში, ცხინვალის ახლოს ერთ-ერთი შეტაკების დროს დასრულდა.
მალხაზ ხაჟომია დაკრძალულია სოფელ გამარჯვების სასაფლაოზე. შავნაბადას გვარდიამ თავისი თანამებრძოლი სამხედრო პატივით დაკრძალა.
დარჩა ერთი ძმა და დედა.
სამარადისო იყოს მალხაზ ხაჟომიას ხსოვნა!
მედალი მხედრული მამაცობისათვის“,