სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ჯამბულატ ხორავა 1959-97წწ. გარდ. გულრიფში აფხაზეთი  დაბ. გულრიფში აფხაზეთი ჯამბულატ ხორავა 1959-97წწ. გარდ. გულრიფში აფხაზეთი  დაბ. გულრიფში აფხაზეთი

1959-1997 წწ. გარდ. 38 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ხორავა სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

ჯამბულატ ხორავა 1959-97წწ. გარდ. გულრიფში აფხაზეთი დაბ. გულრიფში აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"



ჯამბულატ  თენგიზის  ძე  ხორავა   დაიბადა  1959  წლის  5  ივნისს  გულრიფშის  რაიონში. დაამთავრა  დრანდის  საშუალო სკოლა.მუშაობდა  სოხუმის  აეროპორტში  მძღოლად,შემდეგ  კი  -  ავიატექნიკოსად.

      1992  წლის  14  აგვისტოს   აფხაზეთში  დაწყებულ  ომს  გვერდი  არ  აუვლია  ჯამბულის  ოჯახისთვის.გულანთებული  ვაჟკაცი  გვერდზე  არ  გამდგარა  ქვეყნის   გასაჭირის  დროს, იგი იარაღით  ხელში  დადგა  სამშობლოს  დამცველთა  გვერდით.ჯამბულატი  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე მექანიზირებული  ბრიგადის  მე-6   სატანკო  ბატალიონის  მე-4 ასეულში  1992  წლის  სექტემბრიდან.


   აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს  ჯამბულატმა  თავი  გამოიჩინა , როგორც საქართველოს  ერთიანობისათვის  თავდადებულმა  მებრძოლმა. აქტიურად  მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  ჩატარებულ  ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში,პირნათლად  ასრულებდა მეთაურის  საბრძოლო   დავალებებს.მებრძოლებში   სარგებლობდა დამსახურებული   ავტორიტეტით.

 აფხაზეთის  დაცემის შემდეგ  მან  სამსახური  შინაგან  საქმეთა  სამინისტროს აფხაზეთის შსს  სპეცდანიშნულების  ასეულში  განაგრძო.  1997  წლის  ივლისში   ჯამბულატ  ხორავა   გმირულად  დაიღუპა  გულრიფშის  რაიონში-ერთ-ერთი საბრძოლო  დავალების  შესრულებისას.

  ჯამბულატ  ხორავას  დარჩა  მეუღლე   და  ორი  ვაჟი.

  საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  ჯამბულატ  ხორავა, სიკვდილის  შემდეგ , დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  II  ხარისხის  ორდენით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.06.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 11.09.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0