ზაზა ომარის ძე წიწიკაშვილი დაიბადა 1966 წლის 15 ოქტომბერს გორაის რაიონის სოფელ უფლისციხეში, განათლება – ტექნიკური, უცოლო.
უფლისციხის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ხიდისთავის # 15 პროფტექნიკურ ს.სწავლებელში, შემდეგ მუშაობა დაიწყო ზეინკლად.
1992 წლის 1 ივნისს მოხალისედ შევიდა 114-ე ბატალიონ „ავაზაში“, მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, იბრძოდა სამაჩაბლოში, გაგრაში, ოჩამჩირეში.
1993 წლის 01 მარტს ერთ-ერთი დიდი ოპერაციის დროს სოფელ ლაბრასთან გმირულად დაეცა.
დასაფლავებულია გორის რაიონის სოფელ უფლისციხის სასაფლაოზე.
მემორიალი სოფელი ქვახვრელის ცენტრში სკოლასთან
გიორგი მერაბის ძე წიწიკაშვილი ძმის შვილი
ითანამშრომლა ლევან წიწიკაშვილი (მეზობელი უფლისციხეში)
ითანამშრომლა მაკა წიწიკაშვილი (მოგვარე)