ნიაზ გურამის ძე წითელაშვილი, დაიბადა 1969 წლის 17 მარტს,
ბაღდათის რაიონი” სოფელ მეორე დიმში, განათლება საშუალო, უცოლო.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1992 წელს ბატალიონ „ავაზაში“ შევიდა მოხალისედ, აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამაჩაბლოში ოს ექსტრემისტებთან ბრძოლაში.
თანამებრძოლები მას ახასიათებენ როგორც ჭეშმარიტ მამულიშვილს, სამშობლოსთვის გულანთებულ ვაჟკაცს. გაგრის ცნობილი ტრაგედიის დროს ნიაზი ტყვედ ჩავარდა, შემდეგ ტყვეების გაცვლის შედეგად განთავისუფლდა, მაგრამ ერთი ლამითაც არ შეუსვენია და არ გაუშვია ხელიდან იარაღი. გმირულად იბრძოდა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. 1992 წლის 9 დეკემბერს აფხაზეთში მტრის ტყვიამ განუგმირა ის ანთებული გული, რომლითაც საქართველოს ღიდ სიყვარულს დაატარებდა.
დაკრძალულია სოფელ მეორე დიმის სასაფლაოზე.
ძმა ლევან წითელაშვილი გურამის ძე დაიბადა 02 მაისი 1962წელს სოფელი დიმი, ბაღდათი. გარდაცვალება 2006წ 2დეკემბერი
ითანამშრომლა ძმის შვილი გაგა წითელაშვილი ლევანის ძე