სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ხვიჩა ცხადაია 1974- 17/03/93წწ გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოხუმი ხვიჩა ცხადაია 1974- 17/03/93წწ გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოხუმი

1974-1993 წწ. გარდ. 19 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ცხადაია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

46       ბეჭდვა

ხვიჩა ცხადაია 1974- 17/03/93წწ გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოხუმი

ხვიჩა ცხადაია დაიბადა ქალაქ სოხუმში, 1974 წლის 1 სექტემბერს. 1981 წელს შეიყვანეს სოხუმის მე-16 საშუალო სკოლაში.


გატაცებული იყო მუსიკით, მისდევდა სპორტს. კერძოდ, ვარჯიშობდა ძიუდოში. უყვარდა ამხანაგები და მეგობრები. იყო თავაზიანი, დინჯი, წინდახედული.

1991 წელს დაამთავრა მე-16 საშუალო სკოლა. უნდოდა ჩარიცხულიყო ფიზკულტურულ ფაკულტეტზე, მაგრამ ოცნება არ აუხდა.


ხვიჩა ცხადაია 18 წლისა იყო, როცა ვერ აიტანა ასეთი გაუთავებელი შემზარავი ომი და 1993 წლის 1 თებერვლიდან შევიდა სოხუმის # 2 ბატალიონის მესამე ასეულში. ის გამოდგა ნამდვილი გმირი მებრძოლი. 15-16 მარტს აფხაზთა შემოტევის დროს ის მედგრად იბრძოდა წინა ხაზზე. I7 მარტს მტრის ვერაგულმა ტყვიამ განგმირა. მას ბევრი ლამაზი ოცნება და მიზანი ჰქონდა.

მაგრამ ეს ოცნებები და მიზნები თან წაიღო. დაკრძალულია ხობის რაიონშა, სოფ. ნოჯიხევში.

სამარადისო იყოს ხვიჩა ცხადაიას ხსოვნა!



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.06.2021
ბოლო რედაქტირება 16.03.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 06.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0