სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ტარიელ (ბადრი) ცქვიტიშვილი 1967-92 წწ გარდ. ეშერა აფხაზეთი დაბ. კასპი ტარიელ (ბადრი) ცქვიტიშვილი 1967-92 წწ გარდ. ეშერა აფხაზეთი დაბ. კასპი ტარიელ (ბადრი) ცქვიტიშვილი 1967-92 წწ გარდ. ეშერა აფხაზეთი დაბ. კასპი

1967-1992 წწ. გარდ. 25 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ცქვიტიშვილი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

49       ბეჭდვა

ტარიელ (ბადრი) ცქვიტიშვილი 1967-92 წწ გარდ. ეშერა აფხაზეთი დაბ. კასპი

  ტარიელ (ბადრი) ცქვიტიშვილი


  მის თვალებში სათნოება და სიყვარული იკითხება. სახეზე ვაჟკაცური იერი და სიკეთის სხივი აფენია. ჯან-ღონით სავსე, ხალასი, დიდი შინაგანი ენერგიით დამუხტული – ასეთად იცნობდა ყველა ტარიელ (ბადრი) ცქვიტიშვილს კასპშიც, სადაც დაიბადა და გაიზარდა, თბილისის ფიზიკური კულტურის ტექნიკუმშიც, სადაც ფიზკულტურის მასწავლებლის სპეციალობა მიიღო, ახალგორის რაიონის სოფელ ბაზუანის საშუალო სკოლაშიც, სადაც მასწავლებლაღ. მუშაობდა.

    სამხედრო წრთობა გერმანიაში ჰქონდა გავლილი. მისი სისხარტე და მოქნილობა პირველი შეხედვისთანავე იზიდავდა ადამიანს. ან რა გასაკვირი იყო.

კასპელი ჭაბუკი ბავშვობიდანვე მისღევდა სპორტს, იყო თავისუფალი სტილით მოჭიდავე. ბავშვობის სიყვარული სპორტის ოსტატის წოდებით დააგვირგვინა,

    საექიმო ფიზკულტურისა და მასაჟის სპეციალური კურსისაღმი განსაკუთრებული ყურადღება იქნებ კიდეც მიგვანიშნებს ბადრი ცქვიტიშვილის სამომაელო.


ფიქრებსა და მისწრაფებებზე, მაგრამ ფიქრი ფიქრად ღარჩა. სამშობლოს პირველ. დაძახილზევე იგი მოხალისეთა რიგებში ჩადგა ღა აფხაზეთს მიაშურა.

27 აგვისტოს 25 წელი შეუსრულდა. დაბადების დღე თანამებრძოლებთან ერთად აღნიშნა. ამ დღეს განსაკუთრებულად გამობრწყინდა მისი ხალისიანი,

იმეღიანი ხასიათი ღა იუმორით აღსავსე ბუნება.

ეს. უკანასკნელი გალაღება იყო. ოთხი დღის შემდეგ, 1992 წლის 1 სექტემბერს მის თვალებში უკანასკნელად ჩაიხატა უგონოდ გახელებულ არაკაცთა ტყვიების ცეცხლით დასერილი აფხაზეთის ზეცა, ჩაქრა კიდევ ერთი სიცოცხლე. კიდევ ერთი შტო ჩამოესხეპა მომავალ საქართველოს.

რით ვანუგეშოთ დედ-მამა და და-ძმები?


ტარიელ (ბადრი) ც ქ ვ ი ტ ი შ ვ ი ლ ი              

   (1967 წლის 27 აგვისტო, ქ. კასპი - 1992 წლის 1-ლი სექტემბერი, სოფელი ეშერა აფხაზეთში)                              

   28 წლის წინ მამულის ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლას შეეწირა კასპელი ვაჟკაცი, 25 წლის მოხალისე-მებრძოლი... სიკვდილშემდგომ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.                                                                      

     დაამთავრა ქალაქის პირველი საშუალო სკოლა, შემდეგ - თბილისის ფიზკულტურის ტექნიკუმი. იტაცებდა სპორტი და ჭიდაობაში ჰქონდა გარკვეული წარმატებები. პირნათლად მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური.   

                                                                           

    1991-92 სასწავლო წლის 1-ელ სექტემბერს ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთის საშუალო სკოლაში ფიზკულტურისა და სპორტის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, რამდენიმე თვეში იქაურ ბავშვებს საოცრად შეაყვარა თავი თავისი გულითადობითა და ახლობლობით. 

   აი, 1992-93 სასწავლო წლის პირველ დღეს კი ყანჩაველი პედაგოგები და მოწაფეები ამაოდ ელოდნენ ახალგაზრდა კოლეგისა და მასწავლებლის გამოჩენას სკოლაში, რომელმაც გაკვეთილები რატომ გააცდინა, არავინ უწყოდა...                                                                                

   არადა, თურმე, მათმა ლამაზმა და კეთილშობილმა ბადრი მასწავლებელმა სწორედ პირველი სექტემბრის დილით ჩახედა თვალებში მასზე ძლიერ სიკვდილს... 

   მერე... მერე, 3 სექტემბერს კი კასპში აფხაზეთიდან დაღუპვის ცნობა მოვიდა...





ინფორმაცია აღებულია ამირან ტალახაძე 12 თებერვალი 1953 წელი ცხოვრობს კასპი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.06.2021
ბოლო რედაქტირება 04.06.2023
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0