მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-5 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
როლანდ ტარიელის ძე სიდიანი დაიბადა 1959 წლის 29 ოქტომბერს გულრიფშში. დაამთავრა გულრიფშის რაიონის სოფელ განახლების საშუალო სკოლა. ომის დაწყებამდე მუშაობდა ბაღმარანის სამხედრო ბაზაზე.
როლანდ სიდიანი 1992 წლის დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის ნაღმტყორცნელი ბატარეის პირად შემადგენლობაში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის საბრძოლო ოპერაციებში გულრიფშის რაიონში სოფელ განახლებაში. ოჩამჩირის რაიონის სოფლების ათარა-არმიანსკაიაში,ათარა აფხაზსკაიაში,ლაბრასა და არაკიჩში.
როლანდ სიდიანი დაიღუპა სოფელ განახლებიდან გამოსვლისას უთანასწორო ბრძოლაში,როდესაც ის უზრუნველყოფდა,მოსახლეობის გადასვლას სოფელ წებელდის მიმართულებით.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის როლანდ სიდიანი,სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
ითნამშრომლა სვეტლანა ამირანის ასული ჩხვიმიანმა დაბადებული სოფელი ლათა, გულრიფში. 1976 წელს. ცხოვრობდა. სოფელი განახლება, გულრიფში აფხაზეთი.