სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გოჩა ავაზაშვილი 1993წ. გარდ. აფხაზეთი გოჩა ავაზაშვილი 1993წ. გარდ. აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ავაზაშვილი სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

გოჩა ავაზაშვილი 1993წ. გარდ. აფხაზეთი

იმ ცოდვიანი დღიდან, 6 ივლისიდან, როდესაც შენი ლამაზი სიცოცხლე შეწყდა, სულ ორი თვე გავიდა, მაგრამ შენს ლიკას ორ საუკუნედ ექცა უშენოდ გავლილი 2 თვე.ვტირივართ ყველანი, ვინც კი გიცნობდა და ერთხელ მაინც შეუვლია თვალი მაგ შენი ბუმბერაზულად გაშლილი მხრებისათვის. ტკივილით ატირებულნი ვიხსენებთ ჩვენს ლამაზ გოჩას, სევდანარევი ფიქრიანი მზერითა და შავი,კუშტადშეკრული წარბებქვეშ დამალული თვალებით, ღიმილიანი სახით,მომაჯადოვებელი უშუალობით.


     ვინ იცის, უფალმა, იქნებ ნუგეშად გარგუნა შენი სახიერების ასე შვილი, შენს სიცოცხლეშივე „პატარა დევისად“ რომ უხმობდნენ“ ყოველდღე გკითხულობს პატარა გიორგი, ენატრება თავისი „მამიკონა“. მან არ იცის რატომ „დააობლეს, რისთვის არგუნეს უმამო ბავშვობა.

    ცრემლშეუმშრალი იხსენებს ძაძებადქცეული შენი ლია ერთად გატარებულ ოთხ წელიწადს, ასე მცირედი რომ გარგუნათ ღმერთმა, წახვედი და უნუგეშოდ დატოვე სათაყვანებელი მეუღლე და შენი გიორგი. გიორგი იხსენებს „ჩემმა გოჩა მამიკომ დამარქვა გიორგიო“, „ასე იცოდა ჩემმა გოჩა მამიკომო“„ცუდმა კაცებმა მომიკლესო მამიკონა“. გიორგი ჯერ სამი წლისაა, მაგრამ უკვე კარგად იცის რა არის სიკვდილი, რატომ ანთებენ სანთელს მისი საყვარელი„მამიკონას“ სურათთან. იცის ვინ არიან ის ცუდი კაცები, რომლებმაც არგუნეს ასეთი მწარე ბავშვობა, სადმე რომ მიდიოდი, ლიკას უბარებდი, გიორგის მიმიხედეო, ბავშვს არაფერი მოაკლოთო. არ აკლებენ შენს გიორგის არაფერს, შენი მეგობრები თავს ევლებიან „პატარა დევისს“:

  ერთხელ, ახალი ტანსაცმელი მოუტანეს გიორგის და მთელი დღე გაიძახოდა: „ჩამაცვით, მამიკოს უნდა დავალოცვინოვო“, დადგა შენს სურათთან სანთლით ხელში და დაგალოცვინა თავი.


   მოდის შენს სურათთან და ხან ვაშლს დადებს, ხან ყურძენს და ამბობს:„ჩემს გოჩა მამიკოს უნდა ვაჩუქოვო“.

    შენი დავიწყება როგორ იქნება, გოჩა! გჯეროდეს, რომ შენი სახელი არასოდეს წაიშლება ჩვენს გულებში. ყოველდღე ცრემლით გიხსენებ, ვწერ შენ გახსენების წერილს და ცრემლით ფურცელს.

მჯერა, გოჩა იმიტომ წავიდა ამ ბოროტი წუთისოფლიდან ჩვენზე ადრე,რომ ჩვენზე უკეთესი იყო... ვიცი, რომ იგი კვლავაც არსებობს, მაგრამ სულ სხვა ფორმით.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ქისი სული, მარადიული სასუფეველი დაიმკვიდროს ზეციურ სასუფეველში!



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.07.2021
ბოლო რედაქტირება 07.03.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0