ემზარ აკოფაშვილი დაიბადა გორის რაიონის სოფელ ქვახრელში 1969 წლის 26 ივნისს.
დაამთავრა ქვახვრელის საშუალო სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, სადაც პირნათლად იმსახურა. არმიიდან დაბრუნების. შემდეგ მუშაობა დაიწყო კასპის წყალთა მელიორაციაში. ოჯახური მდგომარეობის გამო შეთავსებით მუშაობდა გორის ელქსელებში, 1992 წლის 15 აგვისტოს გაიწვიეს ქართულ გვარდიაში,იმის მიუხედავად რომ ობლად უმამოდ გაიზარდა და სახლში ჰყავს ლოგინად მწოლიარე დედა, რომლის მდგომარეობა უფრო გაუარესდა მისი წასვლის შემდეგ, თავი არ შეუკავებია და დადგა აფხაზეთისა საქართველოს მთლიანობის დამცელთა რიგებში. სულ მალე დაახლოებით ათ დღეში, 25 აგვისტოს დაიღუპა, სახლში დატოვა ავადმყოფი დედა ღა თვალცრემლიანი ერთადერთი ძმა ელდარი,
მემორიალი სოფელ ქვახვრელის ცენტრში სკოლასთან
დედა ვენერა ლაბარი დაბადებულია სოფელი დოესი, გარდაიცვალა შვილის გარდაცვალებიდან მალევე
მამა მამა ოთარ აკოფაშვილი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა სარკინიგზო კატასტროფაში, გადასავლელზე დაეჯახა მატარებელი, ემზარი 8-9 წლის იყო მაშინ
ძმა ელდარ აკოფაშვილი
ითანამშრომლა ეკატერინე ომაძე ციპიონის ასული, დაბადებულია 20 ნოემბერი 1974 წელი სოფელი ფხვენისი (ძმის ელდარის მეუღლე)