ვაჟა არველაძე
თუ გინახავთ ჭირისაგან ბეჭებში მოხრილი გოლიათი, ან ერთადერთი ძმის ქვრივ-ობლად დარჩენილი ოჯახის პატრონი და გამძლოლი? თუ ვიწმე არის ასეთი, მეორე დათო არველაძეა, 1992 წლის 13 ოქტომბერს მდინარე გუმისთასთან მორიგი შეტევის დროს დაღუპული თიანეთის ბატალიონის წევრი ვაჟა არველაძის ძმა.
შევყურებდი დათოს და ჩემს თვალწინ იძერწებოდა მისი გარდაცვლილი ძმის, ვაჟას, პორტრეტი: შავგვრემანი, სუფთად გაპარსული წვერით, ცოცხალი,ხშირ წარბებში ჩამჯდარი შავი თვალებით, მაღალი, მოხდენილი დამახასიათებელი მიხრა-მოხრით, მსუბუქი სიარულით, გულკეთილი, მოსიყვარულე:
რა ბიჭები იღუპებიან...
სოხუმის კომენდატურიდან ვაჟა თიანეთის ბატალიონთან ერთად ორი კვირა იბრძოდა შრომა-ცუგუროვკის მთის გასაწმენდად. 13 ოქტომბერს სპეციალური დავალებით 50 კაციანი ჯგუფი სოფელ თავისუფლებასთან ორად გაიყო „სიმაღლის ასაღებად“.
2 დღე დასჭირდა ცუგუროეკის აღებას, – გვითხრეს ავთო და შმაგი ზარაშვილებმა, საქართეელოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის წევრებმა. მთის წვერზე უნდა შეხვედროდა ორი ჯგუფი ერთმანეთს და დამატებითი ამოცანით მდინარე გუმისთის მეორე ნაპირზე ხევიდან გადაგვერეკა მოწინააღმდეგე. სანგრებსა და მიწისქვეშა გვირაბებში გამაგრებულ მტერთან ბრძოლა ძნელია. რა იცი, სნაიპერის ნასროლი ტყვია საიდან მოგვხვდება. ჩვენ კი ასეთ პირობებში მოულოდნელად წავაწყდით მთის წვერზე კარგად გამაგრებულ და ძალაშემატებულ მტერს. დაგვძლიეს. უკანდახეულებმა სიმინდებში შევასწარით. ვაჟამ ადრე დაჭრილი მოურჩენელი დასიებული ფეხით მოინდომა მოწინააღმდეგისათვის ალყის ოპერაციის ჩატარება, მაგრამ რგორც კი გვერდიდან მოუარა, მტრის ტყვიამ შუბლში უწია.
სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა თბილისელი ბიჭი,150-ე საშუალო სკოლადამთავრებული, 1963 წლის 16 აგვისტოს დაბადებული,სამი შვილის მამა ვაჟა ლევანის ძე არველაძე. მან სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა ბულგარეთში, რუმინეთსა და ავღანისტანში, მაგრამ გმირულად დაეცა მისი სამშობლოს, პატარა საქართველოს გადასარჩენად
ია კალანდარიშვილი