დავით გავაშელი დაიბადა 1967 წლის 3 ივნისს თბილისში.
დაამთავრა თბილისის 87-ე საშუალო სკოლა და 1987 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის საკავშირო კვების მრეწველობის ინსტიტუტში. იყო აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია „რუსთაველის“ წევრი, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა აფხაზეთში - სოხუმში, გუმისთაში, წითელ ჯვარში, გაგრაში, ტამიშში,ლაბრასა და ეშერაში. გმირულად დაიღუპა 1993 წლის 15 ივლისს სოფელ ბედიასთან სიმაღლე „მიშველის“ დაცვის დროს. ალყაში მოქცეულმა ააფეთქა 2 ჭურვი, რითაც მტერს დიდი ზარალი მიაყენა და ტყვედ ჩაბარების წინადადებაზე „შავლეგოს“ სიმღერით უპასუხა, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
ღმერთო, ნუ მაჰკლავ ვაჟკაცსა,
ნუ დაუბნელებ მზესაო!
ნუ გაუოხრებ სახლ-კარსა,
ნუ გაულაღებ მტერსაო.