სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თამაზ განჯელაშვილი 1959-92წწ დაკარგ. გაგრა დაბ. სურამი ხაშური თამაზ განჯელაშვილი 1959-92წწ დაკარგ. გაგრა დაბ. სურამი ხაშური თამაზ განჯელაშვილი 1959-92წწ დაკარგ. გაგრა დაბ. სურამი ხაშური

1959-1992 წწ. გარდ. 33 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი განჯელაშვილი სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

264       ბეჭდვა

თამაზ განჯელაშვილი 1959-92წწ დაკარგ. გაგრა დაბ. სურამი ხაშური

თამაზ განჯელაშვილი

    უმამოდ დარჩენილი ოთხი პატარა.. ოთხი ობოლი... მათ მამა სწორედ მაშინ დაკარგეს, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. ოთხი, უკვე დაქალებული და

დავაჟკაცებული შვილი, ჯერ კიდევ ელის უგზო-უკვლოდ დაკარგული მამის დაბრუნებას.


    თამაზ განჯელაშვილი დაიბადა 1959 წლის 13 აპრილს, ხაშურის რაიონის დაბა სურამში. დაამთავრა სურამის 1 საშუალო სკოლა და სწავლა თბილისის სარკინიგზო ტექნიკუმში განაგრძო. სამხედრო სავალდებულო სამსახური უკრაინაში, ქ. ლვოვში მოიხადა.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საქართველოს რკინიგზაში, 1981 წელს დაოჯახდა და შეეძინა ოთხი შვილი.


საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვისტი, თამაზ განჯელაშვილი, 1992 წლის 29 აგვისტოს გაიწვიეს სამხედრო შეკრებაზე. ჩაირიცხა საქართველოს შეიარაღებული ძალების 101”ე ბატალიონის რიგებში, საიდანაც მიავლინეს აფხაზეთის რეგიონში, საბრძოლო დავალების შესასრულებლად.

    1992 წლის 2 ოქტომბერს აფხაზმა სეპარატისტებმა მასირებული შეტევა განახორციელეს გაგრის მიმართულებით, სადაც 101-ე ბატალიონი იყო დისლოცირებული, გაიმართა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. თამაზი და მისი თანამებრძოლები გმირულად იცავდნენ ქალაქს და მტერს შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. თამაზი ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა, ამის შემდეგ ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

თამაზის უმამოდ გაზრდილი შვილები კი მხოლოდ ერთი რამით შეიძლება ვანუგეშოთ თქვენ უნდა იამაყოთ, თქვენ გმირი მამა გყავდათ!



ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური

მასალა აღებულია წიგნიდან ისინი იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  გამოცემა 2003 წელი წიგნზე იმუშავეს გოგა ხაჩიძე, შერაზადიშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.07.2021
ბოლო რედაქტირება 19.01.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0