სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
პაატა გივიაშვილი 1962-02/07/93წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი ავაზა დაბ. ხაშური პაატა გივიაშვილი 1962-02/07/93წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი ავაზა დაბ. ხაშური პაატა გივიაშვილი 1962-02/07/93წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი ავაზა დაბ. ხაშური

1962-1993 წწ. გარდ. 31 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გივიაშვილი სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

272       ბეჭდვა

პაატა გივიაშვილი 1962-02/07/93წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი ავაზა დაბ. ხაშური

პაატა გივიაშვილი


    დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც პაატა გივიაშვილი, ეკიპაჟის წევრებთან ერთად, საბრძოლო მანქანიანად დაიკარგა. მას შემდეგ მის შესახებ აღარაფერია ცნობილი. იმედი ცოცხალია, მის ოჯახს სჯერა, რომ პაატა დაბრუნდება და ოჯახსაც დაუბრუნდება ძველებური ხალისი. '


    პაატა გივიაშვილი დაიბადა 1962 წლის 24 ივლისს, ქ. ხაშურში. დაამთავრა ხაშურის I საშუალო სკოლის 9 კლასი და სწავლა ქარელის ელექტრო-მექანიკურ ტექნიკუმში გააგრძელა.

სამხედრო სავალდებულო სამსახურს უნგრეთში იხდიდა. მიიღო ოფიცრის წოდება.

1983 წელს დაოჯახდა და შეეძინა სამი შვილი. მუშაობდა ხაშურში, მინისტარის ქარხანაში.

საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან შევიდა პაატა ეროვნული გვარდიის რიგებში, ჩაირიცხა „ავაზას“ ბატალიონში.

პაატა ჯერ სამაჩაბლოში იბრძოდა, აფხაზეთის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან კი აფხაზეთს მიაშურა და სამშობლოს დამცველთა რიგებს შეუერთდა.

    1993 წლის 2 ივლისს, „ავაზას“ ბატალიონი ტამიშის მისადგომებს იცავდა.

მოწინააღმდეგემ სახმელეთო დესანტი გადმოსხა და დაიწყო შეტევა ჩვენი პოზიციების მიმართულებით. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ მოწინააღმდეგე შეაჩერეს

და ჩვენი ნაწილები შეტევაზე გადავიდნენ. პაატას ტანკი წინა ხაზზე იდგა და პირველი დარტყმაც მან მიიღო, ბრძოლის დასრულებისას კი პაატა და მისი ეკიპაჟის სხვა წევრები საბრძოლო მანქანიანად უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ, სავარაუდოდ, ისინი მტერმა ტყვედ აიყვანა.

იმედი იმედად რჩება, ტყვეობა სიკვდილს არ უდრის და, იქნებ, პაატაც დაუბრუნდეს ოჯახს.



ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური


სრული 60 მებრძოლის სია მასალა აღებულია წიგნიდან ისინი იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  გამოცემა 2003 წელი წიგნზე იმუშავეს გოგა ხაჩიძე, შერაზადიშვილი  გადადი ლინკზე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.07.2021
ბოლო რედაქტირება 03.07.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0