პაატა ზაზიკაშვილი
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულებით, პაატა ზაზიკაშვილი, გამოჩენილი გმირობისათვის, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის | ხარისხის ორდენით. ყველაფერი კი ასე დაიწყო: პაატა ზაზიკაშვილი ,მხედრიონის“ დაარსების დლიდანვე ჩაირიცხა მის რიგებში. სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ჭაბუკი იბრძოდა სამაჩაბლოში, სადაც ორჯერ დაიჭრა, თუმცა არ შედრკა და კვლავ გააგრძელა ბრძოლა სამშობლოს დასაცავად.
პირველივე დლიდან ჩაება პაატა აფხაზეთის ძმათამკვლელ ომში, იბრძოდა გაგრაში, შემდეგ ოჩამჩირეში. ბრძოლის დროს მიილო იარებს და მაინც ბრძოლის ველზე იყო... იყო
ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის დაინიშნა 1992 წლის 5 ნოემბერს კი „მხედრიონის“ ის ირიცხებოდა, ოჩამჩირის რაიონის სოფ. არადუში მიილო მტრის პოზიციების დაზვერვის დავალება. დავალების შესრულების დროს პირისპირ შეეჯახა მოწინააღმდეგეს, პაატა და მისი ორი თანამებრძოლი ნალმზე აფეთქდა. ერთ-ერთი მათგანი ნალმმა მთლიანად დაფლითა, ბარძაყის არეში მძიმედ დაჭრილი პაატა კი მაინც აგრძელებდა ბრძოლას, თუმცა დიდხანს ვერ გაუძლო და სისხლისგან დაიცალა. სეპარატისტებმა მხედრიონელი პაატა ზაზიკაშვილი 5 მილიონ მანეთად შეაფასეს, მარჯვენა ყური მოკვეთეს და ცოცხალ ტყვეებში გადაცვალეს.
„უსაზლვროდ უყვარდა სამშობლო. „სამშობლოს უჭირს და სახლში რა გამაჩერებს, ყველა ლაჩარია, ვინც ჩვენს ქვეყანას არ დაიცავსო“ -- იხსენებს შვი-ლის სიტყვებს დედა, ნანი
პაატა ზაზიკაშვილი, მეტსახელად „ბაშკირა“, დაიბადა 1962 წლის 13 აპრილს, ქალაქ გორში. სწავლობდა ხაშურის M3 საშუალო სკოლაში. რვა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ბათუმში, ადმირალ უშაკოვის სახელობის საზღვაოსნო სასწავლებელში. მუშაობდა ხაშურის საფეიქრო-საგალანტერიო ფაბრიკაში, შემდეგ კი შუშის ქარხანაში ელექტრიკოსად. 1983 წელს დაოჯახდა და ორი ვაჟი, გურამი და ლაშა შეეძინა და იზრდებიან პაატას ფუძეზე „ლეკვები მგლისანი“, იზრდებიან გმირი მამის სასახელოდ. ამაყობენ მისი სახელით და, ალბათ,
„ისე არ ამოწყდებიან
ჯავრი არ სჭამონ მტრისანი“.
ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური