ირაკლი სახვაძე
გმირებად არ იბადებიან, გმირებად კვდებიან მხოლოდ. ირაკლი სახვაძეც ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ნამდვილად იმსახურებს გმირის სახელს. მან ღირსეულად ატარა ნამუსის ქუდი. ღირსეულად მოიხადა მამულიშვილური ვალი ქვეყნის წინაშე და სამშობლოს სიყვარულის ღირსეული მაგალითი დაუტოვა მომავალ თაობას.
ირაკლი სახვაძე დაიბადა 1958 წლის 2 მაისს, ქ. ხაშურში. ხაშურის V საშუალო (რუსული) სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა ოდესის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში განაგრძო. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს და ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში.
როცა ჩვენი ქვეყნის ცა საავდრო ღრუბლებით დაიფარა, როცა ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილი მიხვდა, რომ ბოროტებას ქართული სულის გათელვა ეწადა, ირაკლის სულშიც მოხდა დიდი გარდატეხა და ხაშურში გვარდიის ბატალიონის შექმნის დღიდანვე, მის რიგებში ჩაირიცხა და სამშობლოს სიყვარულით გულანთებული, ვაჟკაცურად იხდიდა თავის მოვალეობას ქვეყნის წინაშე.
ირაკლი სახვაძე სამაჩაბლოშიც იბრძოდა და აფხაზეთშიც კონფლიქტის დაწყების პირველივე დღეს გაეშურა. იგი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო მათ შორის, ვინც აფხაზეთის ომმა შეიწირა; ეს 1992 წლის 15 აგვისტოს მოხდა –- საქართველოს ძირძველ მიწაზე პირსისხლიანი მტრის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. იმ ავბედით დღეს, ირაკლი და მისი თანამებრძოლი, სოხუმში, სანაპიროს მხრიდან, ე.წ. სნაიპერის განადგურებას ცდილობდნენ, მათ შეძლეს მტრის ადგილსამყოფელის დაახლოებითი კოორდინატების დადგენა, მაგრამ ვერ გაითვალისწინეს მისი დაცვის შესაძლებლობა და მათთან პირისპირ აღმოჩნდნენ. ურთიერთსროლის დროს, ირაკლიმ რამდენიმე ჭრილობა მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა.იგი მეორე დღესვე ჩამოასვენეს ხაშურში და დიდი პატივით მიაბარეს სამშობლოს მიწას.
რომელიც მან გმირი მეგობრის, პეტრე ტელიაფუსის, ცხედართან დადო, რომ მის ოჯახს, როგორც საკუთარს, ისე მიხედავდა. დრო ვერ გაანელებს იმ დიდ ტკივილს, რაც ირაკლის დაღუპვამ მიაყენა მის ახლობლებს, თუმცა იმ სახელმა, რაც მან ამქვეყნად დატოვა, იქნებ სულ მცირე შვება მაინც მოჰგვაროს მისი დაკარგვით გულდამძიმებულ ოჯახს.
გაზეთი „ხაშურის მოამბე“ 14 აგვისტო, 1993 წელი
ადგილობრივმა გაზეთმა და რესპუბლიკის ტელევიზიამ ქვეყანას აუწყა ირაკლი სახვაძის გმირულად დაღუპვის ამბავი. სახელმწიფოს მეთაურმაც გულწრფელი სამძიმარი შემოუთვალა ოჯახს. „ეს პატივი საამაყოა ჩვენთვის, რომ სამშობლომ დაგიფასა ამაგი, რომელიც შენ სიცოცხლის, ჩვენ კი დიდი მწუხარების ფასად დაგვიჯდა“ წერენ ირაკლის ოჯახის წევრები.
ირაკლი ვალმოხდილი წავიდა ამქვეყნიდან. წავიდა და დატოვა გუდათუთქული ოჯახი, მეგობრები და კიდევ.. აუხდენელი ოცნებები. ვერ შეასრულა პირობა,
ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური