„სიცოცხლე იმად არა ღირს, კაცი ნატრობდეს ჟამს გრძელსა, თუ ფუჭი მისი სიცოცხლე ვერარას არგებს მამულსა“.
მამულისათვის! სამშობლოსათვის! –- ამ მოწოდებაზე გაემართა უამრავი ახალგაზრდა აფხაზეთისაკენ 1992 წელს. უამრავმა ახალგა-
ზრდამ დატოვა მაშინ სახლი, ოჯახი, ახლობლები და სიკვდილს შეეგება. მათ შორის იყო მერაბ ციცქიშვილიც.
დაიბადა 1967 წლის 15 ივნისს, ხაშურის რაიონის სოფ. სავანისუბანში. დაამთავრა ტეზრის საშ. სკოლის 9 კლასი. შემდეგ სწავლა
გააგრძელა სურამის M14 პროფტექნიკურ სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. მსახურობდა სვერდლოვსკში. სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისში, სარკინიგზო ტექნიკუმში, საელმავლო კურსებზე, ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ხაშურის სალოკომოტივო დეპოში, მემანქანის თანაშემწედ.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან, მერაბი ცდილობდა თავისი ვალი მოეხადა სამშობლოს წინაშე ერთხელ, სოფელში, მეგობართან ყოფნის დროს უთქვამს, „ყველა ნაღდი ქართველი დღეს აფხაზეთში უნდა იბრძოდეს და ჩვენი ადგილიც მათ გვერდით არისო“ -- მეორე დღეს, ისე, რომ სახლში არც უთქვამს, აფხაზეთში გაემგზავრა მოხალისედ.
ხანმოკლე აღმოჩნდა აფხაზეთში გულანთებული ვაჟკაცის ყოფნა, ის ერთი კვირის ჩასული იყო, სოხუმზე რომ შეტევა განახორციელეს აფხაზმა სეპარატისტებმა,
მერაბი ვაჟკაცურად შეება მტერს, 1992 წლის 10 ოქტომბერს ის დაიჭრა, მიუხედავად ამისა, დაჭრილი თანამებრძოლის გამოყვანას ცდილობდა ბრძოლის ველიდან, მაგრამ თვითონაც მძიმე ჭრილობა მიიღო. გადაიყვანეს სოხუმის სამხედრო ჰოსპიტალში, გაუკეთდა ოპერაცია, მაგრამ ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა
და მერაბი დაიღუპა. მძიმე იყო ოჯახისთვის შვილის დაკარგვა, მერაბის დარდით მალე მისი დედაც გარდაიცვალა.
1992 წლის 23 დეკემბერს ოჯახმა სახელმწიფოს მეთაურის სამძიმრის და მადლობის წერილი მიიღო, ღირსეული შვილის გაზრდისათვის. უდროოდ და მოულოდნელად გამოგვეცალე, მერაბ, ხელიდან. ვერ ვეგუებით უშენობას, რამდენი სევდა და ნაღველი დაგვიტოვე, გვენატრები, უზომოდ გვენატრები. მოგვენატრა შენი საუბარი, შენი ნათელი სახე, მეტყველი თვალები, გვაკლიხარ, ყოველდღე და ყოველ წუთს გვაკლიხარ, მივტირით წარსულს და თან ვფიქრობთ, ნუთუ არასდროს განმეორდება? ყოველგან და ყოველთვის შენს ნაკვალევს დავეძებთ, მაგრამ, ამაოდ.
შენი სახით კიდევ ერთი ჭკვიანი, კეთილი, ალერსიანი და შრომისმოყვარე მეგობარი მოაკლდა შენს ახლობლებს, მეგობრებს და თანასოფლელებს.მერაბ, შენი მომღიმარი, მხიარული და სითბოთი აღსავსე ნათელი სახე მარად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სპეტაკი სული.