სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
გურამ გოგიშვილი 1967-92წწ. გარდ. სოფ. ფრისი ცხინვალი სამაჩაბლო დაბ. სოფ. ერდევი გორი ქართლი გურამ გოგიშვილი 1967-92წწ. გარდ. სოფ. ფრისი ცხინვალი სამაჩაბლო დაბ. სოფ. ერდევი გორი ქართლი გურამ გოგიშვილი 1967-92წწ. გარდ. სოფ. ფრისი ცხინვალი სამაჩაბლო დაბ. სოფ. ერდევი გორი ქართლი

1967-1992 წწ. გარდ. 25 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი გოგიშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

გურამ გოგიშვილი 1967-92წწ. გარდ. სოფ. ფრისი ცხინვალი სამაჩაბლო დაბ. სოფ. ერდევი გორი ქართლი

დაიბადა 1967 წ. 15 მაისს გორის რაიონის სოფელ ერედვში, სკოლა იქვე დაამთავრა. შემდეგ სამხედრო ვალდებულება მოიხადა გერმანიაში. დაბრუნების შემდეგ სწავლა დაიწყო ფიზკულტურის ინსტიტუტში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა,


1992 წ. გაზაფხულზე მეტად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. მწარედ ვიხსენებ იმ საშინელ დღეებს. გურამი თბილისში იმყოფებოდა, 12 რიცხვში დაბრუნდა სოფელ ერედვში, გადმოვიდა თუ არა მანქანიდან, მოესმა დიდი სროლის ხმა, თავის ათეულს უბრძანა სასწრაფოდ წასულიყვნენ და დაეცვათ სოფელ. ნიქოზის ტერიტორია. თვითონ კი აიღო თავისი იარაღი და გაეშურა სოფელ ფრისში, სადაც ასევე ცხელი წერტილი იყო. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის წუთები, სახლში რომ შემოვიდა. თავის შვილსაც ვერ მოეფერა, პატარა კახას. და ვერც თავის ოჯახის წევრებს. ისე სწრაფად გავიდა სახლიდან რომ საჭმელიც არ ჭამა, ისე უყვარდა თავისი მიწა. თითქოს სიკვდილი ეძახდა,მივიდა თუ არა სოფელ ფრისთან, მეტად მძიმე მდგომარეობა დახედა, შევარდა ომში და მტერს პირისპირ შეებრძოლა, ერთი დაჭრილის გამოყვანა მოასწრო, მეორედ შევიდა შიგნით, რადგან დაჭრილები იყვნენ, მაგრამ მოასწრო მტერმა და ორივე ფეხში დაჭრეს. არ უნდოდა მტერს ცოცხალი ჩაჰბარებოდა გურამი იხვეწებოდა მომკალითო, ამათ ხელში ცოცხალს ნუ ჩამაგდებთო, ან იარაღი მომეცით და მე თვითონ მოვიკლავ თავსო. იცოდა მტერი თუ ცოცხალს ჩაიგდებღა ხელში, წამებით ამოხდიდნენ სულს. იქვე, თვითონაც დაჭრილი, მისივე თანასოფლელი ვასია ღამბშიძე მოვარდა და გურამის გამოყვანას ცდილობდა, დიდი გზა არ ჰქონდათ გავლილი, რომ ცოტა შეისვენეს, სამშვიდობოზე ვართ გამოსულიო. ვასია წამოდგა, მიიხედ-მოიხედა, რომ გზა დაენახა, მაგრამ მტერი იქვე ყოფილა ჩასაფრებული და სიცოცხლეს გამოასალმეს უცოლშვილო 28 წლის ვაჟკაცი ვასია ღამბაშიძე ნათელი მის ხსოვნას! არასოდეს დავივიწყებ მას, ისიც ჩემი ძმა იქნება. მტრები მაშინვე მივიდნენ იმ ადგილას და ნახეს, რომ გურამი დაჭრილი აიყვანეს. ორივე ერთად დაყარეს სოფელ ფრისის ტრიალ მინდორზე, მტერმა კიდევ ექვსი ვაჟკაცი დაჭრა, ჯერ სადისტურად აწამეს, შემდეგ ცოცხლები დაალაგეს და დაწვეს. იწვოდნენ ცოცხლად ვაჟკაცები! ასე დაამთავრეს სიცოცხლე გმირმა ვაჟკაცებმა თავიანთი მიწა-წყლისათვის. არ შემიძლია არ აღვნიშნო,რომ სამი დღე-ღამე ჭირისუფლები ცარიელ შარვალ-კოსტუმს დავტიროდით, რადგან მიცვალებულებს არ გვაძლევდნენ, ბოლოს, როგორც იქნა, მტერმა გვამები დაგვიბრუნა. გურამი დამწვარი დაგვიბრუნეს, იმ დღეს, როცა გურამის დაბადების დღე ჰქონდა – 26 წელი შეუსრულდა, ერთი ღამე იყო საკუთარ სახლში და მეორე დღისით კი მივაბარეთ მისი ეზოს მიწას. მას სახლში დარჩა დედ-მამა, ცოლი, ერთი წლის ბიჭუნა – კახა, ორი ძმა, რომლებიც შინაგან მილიციაში მუშაობენ, ერთადერთი და, ცხრა აპრილს მოწამლული, ამჟამად მეორე ჯგუფის ინვალიდი ნინო ონიანი.

ჩემო ქართველო ხალხო, ძმას ადგილს შევუცვლი, მე ავიღებ იარაღს ხელში, მტერს წინ დავუდგები ვაჟკაცურად. ნურავის ეგონება,რომ რაკი ქალი ვარ, ვაჟკაცზე ნაკლებად ვიომებ ოღონდ საქართველო განთავისუფლდეს მტრისგან, დამიძახეთ, თქვენს გვერდით ვარ თქვენი მონა-მორჩილი.


ნინო ონიანი.

   


 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.07.2021
ბოლო რედაქტირება 22.01.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 02.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0