გულივერ გივის ძე გორგოძე დაიბადა 1957 წლის 10 დეკემბერს, ბაღდადის რაიონის სოფელ ზედა ზეგანში.
ამავე სოფლის საშუალო სკოლა დაამთავრა 1975 წელს. 1977 წლამდე მუშაობდა კოლმეურნეობაში. შემდეგ მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. იქიდან დაბრუნების შემდეგ, 1980 წელს მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის # 1 ტრამვაის პარკში მძღოლად. 1982 წლიდან 1992 წლის 24 სექტემბრამდე მუშაობდა ქუთაისის ავტოქარხანაში მეხნაშირედ. აქედან გაიწვიეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად სამხედრო ხაზით –კურსებზე 90 დღე დაჰყო. 1992 წლის 25 სექტემბერს ჩარიცხულ იქნა ქუთაისის მოხალისეთა მეოთხე ბატალიონში. 1 ოქტომბერს გადაიყვანეს გაგრის ზონის დაბა განთიადში, იყო ოცმეთაური. 1992 წლის 2 ოქტომბერს მოყვა გაგრის ტრაგედიაში. გმირულად დაიღუპა მტერთან უთანასწორო ბრძოლაში.
გულივერი ოჯახის შექმნაზე ოცნებობდა, მაგრამ ბედმა აქაც უმუხთლა,რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ შესანიშნავმა ვაჟკაცმა სამშობლოს წინაშე ეს მოვალეობა ვერ მოიხადა!