სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თენგიზ გუგუნაშვილი 1949-91წწ. გარდ. ბიჭვნითა აფხაზეთი დაბ. სოფ. საცხენისი გარდაბანი ქვემო ქართლი თენგიზ გუგუნაშვილი 1949-91წწ. გარდ. ბიჭვნითა აფხაზეთი დაბ. სოფ. საცხენისი გარდაბანი ქვემო ქართლი თენგიზ გუგუნაშვილი 1949-91წწ. გარდ. ბიჭვნითა აფხაზეთი დაბ. სოფ. საცხენისი გარდაბანი ქვემო ქართლი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გუგუნაშვილი სია

გარდაბანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

თენგიზ გუგუნაშვილი 1949-91წწ. გარდ. ბიჭვნითა აფხაზეთი დაბ. სოფ. საცხენისი გარდაბანი ქვემო ქართლი

თენგიზ(პაპა) ალექსის ძე გუგუნაშეილი დაიბდა 1949 წლის 26 დეკემბერს გარდაბნის რაიონის სოფელ საცხენისში, გლეხის ოჯახში. :

1956 წელს შევიდა საცხენისის რვაწლიან სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1964/65 სასწავლო წელს. სწავლა განაგრძო თბილისის სავაჭრო-ეკონომიკური ტექნიკუმის სამრეწველო განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1970 წელს.1980 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, რომელიც მოიხადა ქალაქ ჩოგოევში, 1972 წელს იქორწინა სოფელ ნორიოში ნაზი მიხეილის ასულ ძიძიკაშვილზე. ჰყავს სამი შვილი: იმედა – დაბადებული 1974 წელს, თამილა – დაბადებული 1975 წელს, თეა – დაბადებული 1978 წელს,თენგიზ  გუგუნაშვილი იყი დინჯი დაფიქრებული ახალგაზრდა.

გვარდიაში წასვლამდეც – ცხინვალის ამბებს” დაწყების დღიდან ერთი დღეც არ გაჩერებულა სახლში, შევიდა საზოგადოება „სვანეთში“ (პრეზიდენტი ლია ცინდელიანი), გამოიხურა სახლის კარი ღა მთელი რვა თვის განმავლობაში იბრძოდა – ცხინვალის სხვადასხვა სოფლებში. მონაწილეობდა ლტოლვილების ჩამოყვანა-დაბინავებაში.

1971 წელს მუშაობა დაიწყო ახალსოფლის სასოფლო საბჭოში ბუღალტრად, დანარჩენი წლები მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. სიკვდილის ბოლო ორ წელს მუშაობდა მცირე საწარმოო „ამბარის“ დირექტორად. იყო ახალსოფლის საკრებულოს დეპუტატი, სახალხო ფრონტისა და საზოგადოება „საძმოს“ წევრი. მიუხედავად იმისა, რომ სამი ორგანიზაციის წევრი იყო, მაინც ყველაფერს ასწრებდა, ყველასთან ნათელი გამოდიოდა.

1990 წელს მისმა შვილმა იმედამ სკოლა წარმატებით დაამთავრა და აბარებდა მილიციის უმაღლეს სკოლაში. შინაგან საქმეთა მინისტრმა საბუთები უკან დააბრუნა: ჯარმოვლილი უნდა იყოსო. იმედა მამამისმა მოხალისედ გააგზავნა  გვარდიაში და ის მსახურობდა თიანეთის ასეულში. გვარდიის შავნაბადაზე ყოფნის დროს მამამისმა ჩაიცვა გვარდიის ფორმა და თავის 16 წლის შვილს გვერდზე ამოუდგა. მსახურობდა თიანეთის ნაწილში. ასმეთაურის მოადგილედ.პირველად. გვარდიაში კარისკაცის მამა შეარქვეს, შემდეგ პაპა,რადგანაც წვერს ატარებდა. შავნაბადაზე დადო ფიცი, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებდა საქართველოსთვის, არასოდეს არ უღალატებდა მას, და, მართლაც, ის სიტყვის კაცი იყო, კაცურად გაატარა თავისი ცხოვრება.

1991 წლის მძიმე დღეები იდგა.

3 მაისს ცხინვალში წავიდნენ, იქ. იბრძოდნენ 40 დლის განმავლობაში.21 ივლისს წავიდნენ აფხაზეთში, იბრძოდნენ ბიჭვინთაში, ის ზოგიერთივით არასოდეს არ ყოფილა გვარდიის სახელს ამოფარებული ავტომატიანი ბანდიტი.აკი ეს დაამტკიცა კიდეც. 31 აგვისტოს იყო ერთი მხრიდან, რუსის ჯარის,მეორე მხრიდან ოსების, ერთი მხრიდან ჩეჩნების, მეორე მხრიდან აფხაზების მაგარი შემოტევა და. ამ ოთხმხრივ ცეცხლში მოექცა მისი მებრძოლი ნაწილი. ვინც იქ მოხვდა, ყველა დაიხოცა, უშიშარი „პაპაც“ შეეწირა ამ ბრძოლას.

6 სექტემბერს მშობლიურ ძირძველ მამა პაპისეულ მიწას მიაბარეს თენგიზ ალექსის ძე გუგუნაშვილის გვამი.

სიკვდილამდე ორი თვით ადრე დააწინაურეს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის პოლკში გადმოიყვანეს მისი ნაწილი და მეთაურად დანიშნეს  სიკვდილის უკანასკნელ წუთამდე დარჩა საქართველოს ეროვნული გვარდიის ერთგულ კაცად.

თენგიზ გუგუნაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

  


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0