მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-3 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ომარ გამახარია დაიბადა 1961 წლის 1 იანვარს გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში. ცხოვრობდა სოხუმში. იყვნენ ექვსი დედამამიშვილი
1978 წელს დაამთავრა თაგილონის საშუალო სკოლა. 1979-1981 წლებში, ავღანეთში,სადაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა,მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილება. პარალელურად მუშაობდა სააქციო საზოგადოება „სოხუმელსაწყობში“.როგორც ავღანელთა კავშირის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავჯდომარე ,აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ომარ გამახარია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის პირველ ასეულში-მეთაურად. კაპიტანი ომარ გამახარია ბატალიონთან ერთად თავგანწირვით იბრძოდა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
1993 წლის 19 სექტემბერს სოფელ ეშერასთან მტერმა ფრონტის ხაზი გაარღვია სასიკვდილოდ დაიჭრა და ჰოსპიტალში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ომარ გამახარია დაკრძალულია გულრიფშის რაიონში, აფხაზეთი. შემდგომში გადასვენებულია
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ომარ გამახარია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
ძმა ავთანდილ გამახარია 1956-94წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ოტობაია გალი აფხაზეთი