სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10632

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
შმაგი რეზოს ძე შალამბერიძე 1973-1992 წწ გარდ. 19 წლის სოფ. მერკულა ოჩამჩირე დაბ. ქუთაისი. შმაგი რეზოს ძე შალამბერიძე 1973-1992 წწ გარდ. 19 წლის სოფ. მერკულა ოჩამჩირე დაბ. ქუთაისი. შმაგი რეზოს ძე შალამბერიძე 1973-1992 წწ გარდ. 19 წლის სოფ. მერკულა ოჩამჩირე დაბ. ქუთაისი.

1973-1992 წწ. გარდ. 19 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი შალამბერიძე სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

46       ბეჭდვა

შმაგი რეზოს ძე შალამბერიძე 1973-1992 წწ გარდ. 19 წლის სოფ. მერკულა ოჩამჩირე დაბ. ქუთაისი.

    შმაგი რეზოს ძე შალამბერიძე დაიბადა 1973 წლის 27 ოქტომბერს ქუთაისში.


სწავლობდა ავტოქარხნის 24-ე საშუალო სკოლაში, 8 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ქუთაისის 167-ე პროფსასწავლებელში კერამიკის სპეციალობაზე


    1992 წელს მუშაობა დაიწყო არასაუწყებო დაცვაშა, სადაც 6 თვის განმავლობაში იმუშავა. 1992 წ. 1 სექტემბერს წავიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში რაც საბედისწერო გამოდგა მისთვის. 19 წლის გამოუცდელი ალალი ბიჭი პირველივე ტყვიის მსხვერპლი გახდა აფხაზეთში საომარი მოქმედების დროს. ოჩამჩირეში სოფ. მერკურში დალია სული ყველას მონატრებულმა ბიჭმა.


    იყო ერთი თაფლისფერ – ლამაზთვალება, კეთილი, უთქმელი ბიჭი. ათ კითხვას ერთ პასუხს თუ გასცემდა, ისიც ძუნწად, უხმო ღიმილით. წყენის დროსაც კი თვალები მაინც კეთილად უცხმციმებდა თურმე, რამხელა გული ჰქონია, რამდენ საიდუმლოს. ინახავდა, ერთხელაც არ დასცდენია, თუ სამშობლოს დასაცავად სიცოცხლეს გასწირავდა...

    ჩვენი „ბეტეერაო“, ასე გიტირეს შენმა თანაშებრძოლებმა. ზედმეტი სახლიც შეგარქვეს ბიჭებმა. დაგვტოვე. დაუმშვიდობებლად, ჩუმად და დაგეიტოვე ულევი ცრემლი და მოუნელებელი სეედა. რა ინატრე, ნეტავ, სიკედილის წინ,

რა დასცდა შენს გაცივებულ ბაგეს ბოლო სიტყვა, რა იყო შენი ამონასუნთქივა, რა მწარე მოსაგონარი ხარ, რა ტანჯვა ხარ, შვილო!..

შმაგი. შალამბერიძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“,

შენი მამა რეზო შალამბერიძე


შმაგი შალამბერიძე

ადრე არასოდეს მიფიქრია იმაზე,ასე მძიმე თუ იქნებოდა ჩვენი თაობის ტვირთი.. სამწუხაროდ,პირტიტველთა ქართველი ბიჭების სისხლი მოირწყო თავისუფლების მწვერვალისაკენ მიმავალი გზა ვინ იცის,რამდენი ლამაზი სიცოცხლე შეეწირა  მამულის გადარჩენისათვის ბრძოლას.აფხაზეთი-ეს ძირძველი ქართული მიწა ხომ ლამისაა ჩვენი თაობის სასაფლაოდ იქცა..  მიზნამდე  კი ჯერ ისევ შორსაა.. შმაგი რეზოს ძე შალამბერიძე ერთ-ერთი იმ ქუთაისელ ვაჟკაცთაგანია,რომელმაც თავი უყოყმანოდ მიიტანა მამულის სამსხვერპლოზე.სიკვდილის წინ კი,როგორც მისი მეგობრები ამბობენ,სანაწეროსავით  ,,ბაშიაჩუკის“ სიმღერას მღეროდა თურმე. ნაწყვეტი აფხაზეთში მებრძოლი 24 წლის დათო ახრახაძის მოგონებიდან - გაზ.  ,,ქუთაისი“. 1993 წ. 8 მაისი. ღამის 4 საათი იყო.კოკისპირული წვიმა.უმთვარო ღამე.რვა კაცი ვიდექით სამივე პოსტზე.წინა პოსტი მე და სამ ჯარისკაცს გვეჭირა.უკან,ზურგის გასამაგრებლად კიდევ ორი პოსტი იყო.დროდადრო,მტერს ჩაძინებული რომ არ ვგონებოდით,ჰაერში გავისროდით ხოლმე.მაგრამ ამ წვიმასა და უკუნში ალყა ისე შემოურტყამთ ყოველი მხრიდან,არ გაგვიგია....




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.07.2021
ბოლო რედაქტირება 06.07.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 19.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0