სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
ვეტერანი
ლევან თეიმურაზის ძე ილინი 1968 წ. ვეტერანი  დაბ. თბილისი ლევან თეიმურაზის ძე ილინი 1968 წ. ვეტერანი  დაბ. თბილისი ლევან თეიმურაზის ძე ილინი 1968 წ. ვეტერანი  დაბ. თბილისი ლევან თეიმურაზის ძე ილინი 1968 წ. ვეტერანი  დაბ. თბილისი ლევან თეიმურაზის ძე ილინი 1968 წ. ვეტერანი  დაბ. თბილისი
ბმულის კოპირება

ვეტერანი

გვარი ილინი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

ლევან თეიმურაზის ძე ილინი 1968 წ. ვეტერანი დაბ. თბილისი

ლევან ილინი დაიბადა 21 მარტი 1968 წელი  თბილისში

მოგონებები

ჩემს მიერ გამოსაცემად მზადდება წიგნი „ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერები“. ამჯერად შემოგთავზებთ მესამე ნაწილს ლეგენდარული მეომრების შესახებ, რომლებიც თავდადებით იბრძოდნენ ქალაქ გაგრის, ოჩამჩირის რაიონის სოფლების დასაცავად და ყველაზე ბოლოს დატოვეს სოხუმი. ტამიშში გადმოსხმული დესანტის სანგრებში პირველები სწორედ გლდანის საძმოს, ლანჩხუთის და ასურეთის ბიჭები გადაეშვნენ. ნურავინ ნუ მიითვისებს მათ გმირობას. ისინი მართლაც პირველ ეშელონში იყვნენ. „გლდანის საძმოს“ ბიჭებს ყველაზე გაჭირვებულ წუთებში არაერთი თანამემამულე უხსნიათ განსაცდელისგან და დიდი ნდობა მოიპოვეს მოსახლეობაშიც და სამხედრო ხელმღვანელობაშიც. ეს იყო ერთი უბნის გლდანის მეექვსე მიკრორაიონის მაცხოვრებელთა გაერთიანება. სათავეში თორნიკე ქურდაძე და გოჩა აბეწვაშვილი ედგნენ. ბრძოლაში უშიშარნი, ერთ–ურთის გამტანნი შეტევაზე გიჟმაჟი ყიჟინით, ზათქით და ქართული სიმღერით მიმავალნი.


დღეს ის ბიჭი, რომელიც თავდადებით პირველი გადახტა მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ სანგარში მძიმე სენს ებრძვის. ყველას ძალიან გვიყვარხარ ლევან, შენი თავდადებით და სამშობლოსმოყვარეობით. 


ლევან ილინი – ტამიშის დესანტის განადგურების შემდეგ ავტომატები მოწინააღმდეგის ტყვია–წამლით გადავტენეთ.


დაიწყო ბრძოლები აფხაზეთში… გადავწყვიტეთ წასვლა ჩვენი ქართული საქმის გასაკეთებლად, მოსახლეობის დასაცავად და მეომრული ვალის აღსასარულებლად… მოხალისეებად ჩავეწერეთ გლდანის კომისარიატში, რადგან გოჩა აბეწვაშვილმა და თორნიკე ქურდაძემ გადაწყვიტეს, რომ ცალ-ცალკე საომრად წასვლას მეგობრები და ძმები ერთად ვყოფილიყავით, რადგან ერთმანეთის უფრო მეტი გატანა და ნდობა გვექნებოდა.


            ჩვენ ძირითადად ვიბრძდით ოჩამჩირის შემოგარენში და ჩემს ძმებს არაფერში შეურცხვენიათ თავი. მოქვთან, ლაბრასთან, ტამიშთან, ბესლახუბასთან და ყველგან, სადაც ვიდექით სიმამაცის მაგალითები აჩვენეს.


პირველი საბრძოლო ნათლობა და გამოცდილება მივიღე 1992 წლის ნოემბრის დასაწყისში მოქვის ჩაის ფაბრიკასთან. საკმაოდ ჩასუქებული ვიყავი და წინ და უკან სირბილით ძალიან დავიღალე. თან რაცია მეკიდა და ვეღარ მივრბოდი. მე და ლაშა ხიზანიშვილმა გადავწყვიტეთ იქვე „ბუშლატებზე“ მივწოლილიყავით და ოდნავ დაგვესვენა, რადგან ვგრძნობდით რომ განძრევის თავიც არ მქონდა. გოჩამ და გიამ მოირბინეს. „კომისარა“ შვილებივით გვივლიდა ბიჭებს. განსაკუთრებით მე და ტარასას (ტარიელი, გოჩა აბეწვაშვილის შუათანა ძმა) და ადგომას გვიბრძანებდა თავზე დამდგარი, რადგან საშიშ ადგილზე ვიწექით. უარს ვეუბნებოდი – „ძლივს წამოვწექით გოჩა, აფხაზები კი არა, ასი აფხაზები რომ მოვიდნენ ამდგომი არა ვარ მეთქი“. უცებ გაისმა სროლა. მოწინააღმდეგის ავტომატის ჯერით „ტრასირის“ ტყვიამ გიას გაუარა ჯიბეში და გოჩას ფეხებს შორის გამოვიდა… იმ წუთებში წამოვხტი დაფეთებული. ვიღას ახსოვდა დაღლილობა და თქვენ წარმოიდგინეთ ტანკს გავასწარი სირბილში…


ყველაზე მეტად ტამიშში გადმოსხმული დესანტის განადგურება დამამახსოვრდა, რადგან ეს იყო ყველაზე ნიშანდობლივი ბრძოლა ვაჟკაცობის, რაღაც სულიერი ერთობის მხრივ… მთელი ძირითადი დარტყმა მიიღო ჩვენმა რაზმმა, ბორჯომის მხედრიონმა, ლანჩხუთის მოხალისეებმა, ასურეთის საძმომ…


როდესაც ტამიშში დესანტი გადმოისხა, თბილისიდან ათას კაცამდე გავიდა, მაგრამ ტყვია-წამალი არ იყო საკმარისი და საბოლოოდ,  წინა პოზიციებს შევრჩით 50-60 კაცი…


ტამიშის დესანტის განადგურების დროს ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებიც შემოგვერთდნენ. მეღიმება როცა მახსენდება, რომ ერთ-ორი გადარბენა მათთან ერთად მომიწია ყოფნა და ლოთი ქობალიას ხალხს უკვირდათ „მხედრიონელი“ რომ ვიყავი – „თქვენც აქა ხართო?“ ძალიან ბევრი ნაწყენი იყო „მხედრიონზე“ და არც მალავდნენ, მაგრამ იმ წუთებში იმ შეტევის დროს ჩვენს შორის პოლიტიკა არ არსებობდა… იყო მხოლოდ მტერი, შეტევა და გამარჯვების წყურვილი.


ბევრმა არ იცის, რომ 2 ივლისს გადმოსხმული დესანტის საფარი ტამიშთან, მაიმუნთსაშენში ჩასვლის დღესვე გავხსენით… პირველ დღეს, როცა დავათვალიერეთ მუხლამდეც კი არ ქონდათ სანგარი გათხრილი. დილით გავიღვიძეთ და ხალხი შემოფანტული დაგვხვდა და მშივრები და სველები გამოვედით უკან ცაგერაში. შეცვლა არ გამოგვიგზავნეს და პოზიცია დაცარიელდა. მოწინააღმდეგე კვლავ ჩამოვიდა დაბლა და უკვე სერიოზულად გაამაგრეს სანგრები და კარგი პოზიციაც დაიკავეს…


დავიწყეთ შეტევაზე გადასვლა. პირველ ეშელონში ჩვენი „გლდანის საძმო“ იყო. მე თან რაციაზე ვმუშაობდი. „მაიმუნთსაშენის”  გვერდით გორაკი იყო და პრაქტიკულად მთელი ცეცხლი იქიდან მოდიოდა. მახსოვს გადმოგვცეს, რომ ვითომ გვარდიელებმა აიღეს ეს სიმაღლე და დავენდეთ და უფრო წინ წავედით, მაგრამ საბედისწერო შეცდომა დაგვაშვებინეს, რადგან ძლიერი ცეცხლის ქვეშ მოვყევით და მაშინვე დაგვეჭრა სამი მეომარი და ერთი გურული პატარა ბიჭი ზალიკო მდინარაძე დაგვეღუპა კიდეც. მოტიტვლებულ ადგილას მძიმე წუთები გადავიტანეთ. ცეცხლი სხეპდა ყველაფერს.


დავეკითხე რაციით, სად ხართ მეთქი? ვთხოვე ჰაერში გასროლით ენიშნებინათ მდებარეობა და მივხვდით, რომ ძალიან უკან იყვნენ და არც სიმაღლე იყო ჩვენი. ამ მომენტში ძალიან გაგვიჭირდა, ვერ ვინძრეოდით. ბიჭებიც გამოსაყვანი გვყავდა. ზალიკოც ლანჩხუთელების რადისტი იყო და როცა გადავეცი დაიღუპვის შესახებ, მახსოვს ჩვენი საძმოს წევრები ისე ღელავდნენ – მე ხომ არ მომკლეს, ტყვიების წვიმაში დასახედად მოირბინა თითოეულმა მათგანმა. რწმუნდებოდნენ, რომ ცოცხალი ვიყავი და უკან გარბოდნენ პოზიციაზე.


როგორც იქნა ბოლო ქარსაცავთან მივაღწიეთ, ბევრი დაიჭრა, დაიღუპნენ კიდეც და ჩავწექით 40 კაცამდე. დაჭრილები გაიყვანეს და ველოდით მძიმე ტექნიკის წინსვლას, რადგან ის ბოლო ორმოცდაათი მეტრი ყელაზე მეტად სახიფათო იყო გადარბენის თვალსაზრისით. არა და რატომღაც ტანკების წინსვლა შეაფერხეს, რამდენიმე საათის ლოდინი შემდეგ, შინაგანი ჯარის ბიჭებს თავის თავზე აუღიათ გამოსვლა, უნებართვოდ ჩამხტარან მანქანებში და დაგვეხმარნენ. უფრო ადრე რომ წამოსულიყვნენ, ალბათ, უფრო ნაკლები მსხვერპლი იქნებოდა. ბოლო გადარბენა ტანკებს ამოვეფარეთ, ტყვია-წამალი პრაქტიკულად არ გვქონდა და მახსოვს ნუკრი პაპუაშვილს ერთი ტყვიაც არ ჰქონდა ლულით ეჭირა ავტომატი, კომბალივით იქნევდა და ვაშას ძახილით გადავეშვით სანგრებში.


მე შემთხვევით პირველი მოვხვდი გამორღვეულ გასასვლელთან და ჩავხტი სანგარში, ჩემთან ერთად იყვნენ დათო მუმლაძე (ბორჯომიდან), გაბინაშვილი ჯონდი (ჩიტა) და  გოჩა აბეწვაშვილი.


„დილას ვიწყებთ იერიშს. „ავაზა“ ცაგერას სასაფლაოსთან უნდა გავიდეს და ზურგში მოექცეს ბორცვზე მყოფ მტერს… არტირელია მუშაობს, „მხედრიონი“ უახლოვდება „პიტომნიკს“. გოგია „პულიმიოტჩიკი“ რაციით გვატყობინებს რომ მან უკვე გაიარა ბორცვი და უახლოვდება ლაბრის გზას, ლოთის ხალხი კი თითქმის ტურბაზასთანაა. ერთი ტანკი მაინც ჩაეფლო და ვერ გავიდა საბრძოლო პოზიციაზე, მეორე „კობრა“ კარგად მუშაობს, „პიტომნიკს“ ზურგიდან უახლოვდება და ცეცხლს უხსნის. ტანკთან კავშირი წყდება. გიგა გელაშვილი უბრძანებს, რომ იერიშზე გადავიდნენ. დარჩენილია რაღაც ასი მეტრი. მხედრიონელები ერთი წამოდგენენ და ისევ ჩაწვნენ – ბორცვებიდან დააყარეს. „ავაზამ“ ბორცვები ხომ გაიარა?“ – ვკითხულობ. „აბა, რა ვიცი კი გვესვრიან და“… – მპასუხობს გიგა. „ადექით!“ ღრიალებს გიგა. „კაცი მომიკლეს!“ – ისმის ლანჩხუთის მხედრიონის მეთაურის აჩიკო ხოფერიას ხმა. გიგა იგინება… ვეძახი თორნიკე ქურდაძეს, გლდანის მხედრიონის უფრისს „სასწრაფოდ შეკრიბე დარჩენილი ბიჭები და წავედით! სწრაფად თორემ მერე გვიან იქნება!“ გიგა და ბიჭები ცდილობენ შემაკავონ… ათ წუთში თორნიკე მზად არის. მანქანებით გადავდივართ სასაფლაოს გასწვრივ. თვალებს არ ვუჯერებ – გოგია პულიმიოტჩიკი არხეინად მოდის. „რა ხდება აკი ლაბრასთან ვარო?“ „სასადილოდ გამოვედი“ – მეუბნება ურცხვად. „რა სასადილოდ რას მიედ-მოედები, სადაა შენი ხალხი?“ „აქვე არიან სასაფლაოსთან“ მაშასადამე არც კი დაძრულან და რაციაში იტყუებოდა. გამოძიების დრო არ არის. გადავრბივართ მინდვრებისაკენ. უცბად სროლა წყდება და ისმის ღრინცელი. ვხედავთ, ჩვენი ბიჭები „პიტომნიკის“გალავანში შერბიან. მტერი გარბის სატვირთო მანქანებით, რომლებიც დახუნძლულია დახოცილებით და დაჭრილებით..“ (ჯაბა იოსელიანი – „სამი გამზომილება“, თბ., 2007, გვ. 299).




მტერი გაიქცა და დატოვა უამრავი აღჭურვილობა, ტექნიკა. ჩვენმა ბიჭებმა მოწინააღმდეგის ტყვია-წამლით გადატენეს ავტომატები.


რაციაზე შტაბში დაიჭირეს მოწინააღმდეგის გადაცემა, როცა რუსი მეთაური იგინებოდა გამწარებული: „Кто сказал вашу мать, что грузины не умеют воевать! Ета чортава Мхедриони?!“


როცა ვიხსენებ შეტევაზე გადასვლისას ისეთ აზარტში ხარ შესული, რომ სიკვდილ-სიცოცხლეზე არც კი გრჩება დრო იფიქრო. იქ სულ სხვაგვარად არის მიმართული გონება, რომ რაც შეიძლება სწრაფად იმოძრაო, მეტი შანსი დაიტოვი გადარჩენისათვის და მოიპოვო სანუკვარი გამარჯვება.


ისე ტამიშის დესანტის განადგურებაზე ბევრჯერ გამიგია არარსებული ისტორიები. მაშინაც ცაგერასთან „ვაიმეომრები“ შემოგვხვდნენ და ჩვენ გვიყვებოდნენ თუ როგორ იბრძოლეს და გვეუბნეოდნენ „აუ, სად იყავით, ბიჭებო? რა ბრძოლა მიდიოდა ტამიშთან, რა ბრძოლაში შევედითო, რა ომი მიდიოდაო“. ჩვენ კი ვეხუმრებოდით – „რა ვიცით, შეგვაგვიანდა, ვეღარ მოვუსწარით მეთქი შემოსვლა?“ ვითომ შეგვრცხვა ვმასხრობდით. ორი-სამი წლის შემდეგაც იმისთანა ფანტასტიკური ამბები მომიყვნენ, რომ ხუმრობით ვპასუხობდი – „კიდე კაი იქ არ ვიყავი მეთქი“.


ჩვენი მეთაური თორნიკე ქურდაძე ძალიან გამოირჩეოდა. ყველაფერს თავის თვზე იღებდა და ჩვენს საძმოზე. თუ საბრძოლო ოპერაციის ჩასატარებლად სხვა მოითხოვდა 200-300 კაცს, ტანკებს, არტილერიას, თვითმფრინავებს ის მართლა ურთულეს ბრძოლაში გასვლის წინ კითხვაზე „ვინ წავა?“ პასუხობდა – „გლდანის საძმო წავა!“. „რამდენი კაცი გჭირდებათ?“ ორასის ნაცვლას იტყოდა – „ათი, თხუთმეტი“. თუ გახარებული და გაბრწყინებული სახით მოვიდოდა, ისეთი მოუსვენარი იყო, ვიცოდით რომ ბრძოლაში მივყავდით.


მახსოვს ლაბრაში სამას კაცამდე იდგა ჩვენი ერთ-ერთი შენაერთი, მოწინააღმდეგის ტანკი შემოეპარათ და თავქუდმოგლეჯილები გამოიქცნენ. ოცდახუთმა კაცმა ისევ ავიღეთ ეს სოფელი, ძალიან არ გაგვჭირვებია – ერთი მიწოლა და პრობლემა არ იყო. აფხაზები როცა იგერიებდნენ „მხედრიონი“ მოდიოდა, შეშინებულები ყვირილით – „Всадники идут!“ მშინვე ტოვებდნენ პოზიციას და დიდ წინააღმდეგობას არ გვიწევდნენ. სამაგიეროდ მონახავდნენ სუსტ ადგილს და ახლა იქ გვიშენდნენ.


ლაბრიდან ჩვენს პოზიციებამდე უნდა მივსულიყავით როცა ტანკისტმა უარი თქვა წინამძღოლობაზე, გზა დანაღმულიაო. თორნიკე ქურდაძის ხვეწნამ რომ არ გაჭრა ჩაჯდა თავად მსუბუქ მანქანაში, იმდენად აზარტული იყო,  წინ წასვლა უნდოდა და თავის თავზე აიღო გზის გახსნა. იმ ადგილებში, სადაც მამანქანეს ნაღმი ეგულებოდა ყველგან შეგნებულად არტყავდა საბურავს… ასე კაცურად გავიდა ბოლომდე და შემდეგ ტანკი გამოყვა. მივაღწიეთ კიდეც პოზიციებამდე. ასეთი შეუპოვარი იყო თორნიკე ქურდაძე…


რაც შეეხება „გლდანის საძმოს“ ბრძოლას. წარმოიდგინეთ ბიჭები, რომელთაც ომის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ და ყველაფერი ადგილზე ისწავლეს. ოჩამჩირის რაიონში ჩვენი საძმო სხვაზე ნაკლები არ იყო თუ მეტი არა. ჩვენი ხუთი კაციც რომ გასულიყო უმძიმეს სიტუაციაშიც კი, ყველამ იცოდა – რადგან საძმო გასულია, ყველაფერი კარგად მოგვარდებოდა. ჩვენც ვიცოდით რომ,  თითქმის ყველაფერი გამოგვივიდოდა, ჩვენს ძალებში დარწმუნებული ვიყავით და გამარჯვების შემდეგ ხომ მეცხრე ცაზე დავფრინავდით.

ფოტოებზე თორნიკე ქურდადძე, თამაზ ქურდადძე , გოჩა სოფრომაძე , (კამისარა) გოჩა აბეწვაშვილი , ტარას აბეწვაშვილი ,ლაშა ხიზანიშვილი , ილო ორჯონიკიძე , ალეკო მამალაძე , გია ვინკლერი ,მიშა ბატკუაშვილი , თენგიზ ლავრელაშვილი , ილო კლიმიაშვილი , ლევან ილინი , რამაზ როსტიაშვილი , ჯონდი გაბინაშვილი ...

სტატია ლალი ცერაძე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0