სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12295

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
გია ქოქოშვილი 1971-92წწ გარდ. 21 წლის, სოფ. ფრისი ერედვი სამაჩბლო დაბ. სოფ. შორდი ცხინვალი გია ქოქოშვილი 1971-92წწ გარდ. 21 წლის, სოფ. ფრისი ერედვი სამაჩბლო დაბ. სოფ. შორდი ცხინვალი გია ქოქოშვილი 1971-92წწ გარდ. 21 წლის, სოფ. ფრისი ერედვი სამაჩბლო დაბ. სოფ. შორდი ცხინვალი

1971-1992 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ქოქოშვილი სია

ცხინვალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

67       ბეჭდვა

გია ქოქოშვილი 1971-92წწ გარდ. 21 წლის, სოფ. ფრისი ერედვი სამაჩბლო დაბ. სოფ. შორდი ცხინვალი

    ომს თავისი კანონები აქვსო, უთქვამთ მაგრამ, რატომ არის, რომ მაინცდამაინც რჩეულნი იღუპებიან? დიახ, რჩეულნი, ისეთი, როგორიც გია ქოქოშვილი იყო.

ბავშვობაში მამით სიობლე იწვნია, თუმცა გორის რაიონის სოფელ შორდში, მშობლიურ სოფელში, ყველასთვის თითით საჩვენებელი პიროვნება იყო.

    სამშობლო უყვარდა გიას და სწორედ ამ სიყვარულს შეეწირა კიდევაც. მისი სიცოცხლე. იმ ავბედით დღეს, 1992 წლის 23 მაისს, გია თავის მეგობრებთან ერთად სოფელ ფრისთან მედგრად იდგა ოსი ექსტრემისტების წინააღმდეგ. როცა გია დაიჭრა, ყველამ სთხოვა ბრძოლის ველს გასცლოდა, მაგრამ ბუნებით ვაჟკაცმა მეგობარს ავტომატი წაგლიჯა და წინა ხაზზე დაბრუნღა. არადა, ბრძოლა უთანასწორო იყო.

     ერთ-ერთი თვითმხილველის სიტყვებით, დაჭრილი გია ქოქოშვილი კაცურად ებრძოდა ოს ექსტრემისტებს, მაგრამ ძნელია ახუგეშო ჭირისუფალი როცა მიცვალებულის დანახშირებულ გვამს დამარხავენ. დიახ ოსმა  ექსტრემისტებმა რვა ერთიმეორეზე უკეთესი ვაჟკაცი დაწვეს ცოცხლად მათ შორის გია ქოქოშვილიც იყო.

    ცრემლშეუმშრალი დედის, დაქვრივებული წინო ცოტნიაშვილის, 21 წლის ახალგაზრდა ქალის ერთადერთი სიხარულია პატ. ალვა, რომელიც დღე არ გავა, მამის ხსენებაში რომ არ. იყოს...

ჩვენ არ დაგივიწყებთ, გია!

ეკა ოდიკაძე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.07.2021
ბოლო რედაქტირება 22.04.2022
სულ რედაქტირებულია 1