გელა კატუკია იუზას ძე - დაიბადა 1971 წლის 24 ნოემბერს თბილისში. გარდაიცვალა 1993 წლის 21 თებერვალს (ატარა არმიანსკოე). დაკრძალულია კუკიის საძმო სასაფლაოზე. შავნაბადას ბატალიონი. მედალი - მხედრული მამაცობისთვის.
1977-1985 წლებში სწავლობდა 154-ე საშუალო სკოლაში. რვაწლედის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში გამოთვლითი მანქანების სპეციალობით, რომელიც 1990 წელს დაამთავრა. პარალელურად მიიღო კინოფიკაციისა და დოსააფთან არსებული ავტომძღოლის მოწმობები, 1991 წელს გელა კატუკია ჩაირიცხა პირველ ქართულ გვარდიაში. 1992 წლის 3 ნოემბერს ხელმეორედ გაიწვიეს, იყო შავნაბადას ბატალიონში, საიდანაც 23 იანვარს წაიყვანეს სოხუმში. შეუპოვრად იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის.
1993 წლის 21 თებერვალს გელა კატუკიამ კინდღის მისადგომებთან მტრის ალყაში მოქცეული ორმოცკაციანი რაზმის თავდაცვა თავის თავზე აიღო, გვერდზე გადახტა ჩაის ბუჩქებში. ყველამ, ორმოცივე კაცმა, თავი დააღწია. დაჭრილებთან ერთად მტერს, ხოლო თვითონ ადგილზევე დაიცხრილა.
გელა კატუკია სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
კაი ყმა
ვაჟკაცსა – გული რკინისა,
აბჯარი – თუნდა ხისაო,
თვალნი ქორებულ მხედავნი,
მუხლები შევარდნისაო!
(ხალხური)
ფოტო მოგვაწოდა ლევან თეიმურაზის ძე ჟვანიამ დაბადებულია 1985 წელი გულრიფში აფხაზეთი გადაღებულია თბილისში კუკიას სასაფლაო
ითანამშრომლა ზაზა ვალერიანის ძე ხვთისიაშვილი, სერგოს ბერელიძის დედის ძმა, ვეტარანი ბატალიონი შავნაბადა დაბ. 1968 წელს თბილისში, წინაპრები სოფელი ბაკურციხე, გურჯაანი
ითანამშრომლა ნატა ზაზას ასული ხვთისიაშვილი