იუფეროვი ნიკოლოზ პეტრეს ძე 17 ნოემბერი 1922 დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა გორის აეროკლუბი და სწავლა განაგრძო სამხედრო-საჰაერო ძალების სასწავლებელში.
1941 წელს, სამამულო ომის დაწყების შემდეგ, გაგზავნეს ფრონტზე. ბრძოლებში ჩაება 1942 წლის აპრილიდან. ნიკოლოზ იუფეროვმა გაიარა გზა რიგითი მფრინავიდან ავიაესკადრილიის მეთაურამდე. იბრძოდა ჩრთილოეთ კავკასიაში და უკრაინის III ფრონტზე. მონაწილეობდა ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის, ავსტრიისა და იუგოსლავიის განთავისუფლებაში. განახორციელა 150 საბრძოლო გაფრენა. 1955 წელს დაამთავრა ნ. ჟუკოვსკის სახელობის წითელდროშოვანი სამხედრო- საჰაერო აკადემია. თადარიგში გასვლის შემდეგ მუშაობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში, უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე. პოლკოვნიკი.