სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10630

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ბადრი კუზანაშვილი 1966-1992წწ. გარდ. სოფ. ეშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. ქ. თბილისი წარმ. სოფ. კაკაბეთი, საგარეჯო. ბადრი კუზანაშვილი 1966-1992წწ. გარდ. სოფ. ეშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. ქ. თბილისი წარმ. სოფ. კაკაბეთი, საგარეჯო. ბადრი კუზანაშვილი 1966-1992წწ. გარდ. სოფ. ეშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. ქ. თბილისი წარმ. სოფ. კაკაბეთი, საგარეჯო.

1966-1992 წწ. გარდ. 26 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კუზანაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

30       ბეჭდვა

ბადრი კუზანაშვილი 1966-1992წწ. გარდ. სოფ. ეშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. ქ. თბილისი წარმ. სოფ. კაკაბეთი, საგარეჯო.

დაიბადა 1966 წლის 7 თებერვალს, ქ. თბილისში.


მშობლები: დედა – ეთერ სოსოს ასული გიგილოშვილი-კუზანაშვილი, მუშაობს ისნის რაიონის „სამგორის“ სამეურნეო გამწვანებაში.

მამა – არჩილ ბაგრატის ძე კუზანაშვილი, მსახურობს თბილისის # 3 გასამხედროებულ სახანძრო რაზმში.

ჰყავს და-ძმა, – მაია და ზაალ კუზანაშვილები.


1973 წელს მშობლებმა ბადრი სასწავლებლად შეიყვანეს # 103-ე საშუალო სკოლაში. აქ სწავლობდა 1981 წლამდე. რვა კლასის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად გადავიდა საქართველოს რკინიგზის თბილისის # 2 საშუალო სკოლაში, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1983 წელს სწავლა გააგრძელა # 54-ე ტექნიკურ სასწავლებელში.


1985 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში,

1987 წლიდან მსახურობდა გასამხედროებულ # 3 სახანძრო რაზმში.

1990 წელს დაქორწინდა საგარეჯოს რაიონში სოფელ მანავში მცხოვრებ მიხეილის ასულ ბორაშვილზე. 

ქალბატონი წელი დიასახლისია, ზრდის 1 წლისა და 8 თვის პატარა თინას, ელოდება მეორე შვილს. ახლობლები და მეგობრები ბადრის ახასიათებენ,როგორც სამშობლოსთვის თავდადებულ, ოჯახის მოსიყვარულე და ამხანაგ-მეგობრებში გულმართალ, ალალ ბიჭს.

საქართველოში ომი დაიწყო...

როგორც ბევრ სხვა ნამდვილ ქართველს, ბადრისაც აღარ დაუდგა გული სახლში და წავიდა იქ, სადაც ასე ძალიან უჭირს დღეს საქართველოს. „თეთრი არწივის“ მებრძოლთა შენაერთში აფხაზეთის რეგიონის დასაცავად იბრძოდა.

სამშობლოს სიყვარულით გულანთებულმა, თავისი ქვეყნის ერთიანობის ინტერესებს შესწირა სიცოცხლე და უანგაროდ გაიღო მისთვის სისხლი.

1992 წლის 1 სექტემბერს სოფელ ეშერაში მიმდინარე ბრძოლის დროს ბადრიმ გმირულად შესწირა სამშობლოს თავისი სიცოცხლე.

ბადრი კუზანაშვილი საგარეჯოს რაიონის სოფ. კაკაბეთის მამა-პაპათა წმინდა სასაფლაოზეა დაკრძალული.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.07.2021
ბოლო რედაქტირება 23.05.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 17.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0