სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თამაზ კუსიანი 1971-92წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. საჩხერე იმერეთი თამაზ კუსიანი 1971-92წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. საჩხერე იმერეთი თამაზ კუსიანი 1971-92წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. საჩხერე იმერეთი

1971-1992 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კუსიანი სია

საჩხერე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

50       ბეჭდვა

თამაზ კუსიანი 1971-92წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. საჩხერე იმერეთი

თამაზ კუსიანი


 ეს კაცთმოყვარე, ყველასთვის თავდადებული, ენერგიული კაცი არცერთ პარტიასა და პოლიტიკურ მიმდინარეობას არ ეკუთვნოდა. მისი მიზანი, სურვილი და ოცნება იყო ჯერ სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში, ხოლო შემდეგ ბედნიერი ოჯახის შექმნა.

სწორედ ამ შემოდგომაზე ფიქრობდა დაოჯახებას.

თამაზ შოთას ძე კუსიანი დაიბადა 1971 წელს 2 თებერვალს საჩხერეში,მუშის ოჯახში.

1988 წელს დაამთავრა საჩხერის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საშუალო სკოლა და მუშაობა დაიწყო საჩხერის საქკოოპრეწვის საწარმოო კომბინატში მუშად.

   1989-91 წლებში გაიწვიეს საბჭოთა არმიაში, მსახურობდა სპეციალური  დანიშნულების ნაწილში ხაბაროვსკსა და მოლდავეთში. მეთაურობდა ორ ოცეულს.. მიღებული ჰქონდა უფროსი სერჟანტის წოდება. 

1991-92 წლებში მუშაობდა საჩხერის სამშენებლო კომპლექსის სამშენებლო უბანზე მომმარაგებლად.

ორჯერ სცადა ბედი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, მაგრამ არ გაუმართლდა, საერთოდ, უიღბლო იყო მისი ცხოვრება, თითქოსდა სიცოცხლის ყველა გზა შეკრული ჰქონდა.

მშობლებისა და ახლობლების დაჟინებული ხვეწნა-მუდარის მიუხედავად,მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება სამსახური დაეწყო ბესო ქუთათელაძის სახელობის საჩხერის გვარდიის ბატალიონში ლეიტენანტის წოდებით, ოცმეთაურად. სწორედ ერთი თვის შემდეგ დაიწყო ომი აფხაზეთში და ერთ-ერთი პირველი აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ სოხუმში, სხვათა გვერდით, საჩხერის ბატალიონი შევიდა, თაზო პირველი კლასის მძღოლი იყო და თანამებრძოლთა თხოვნით, დროებით ხისძარიან მანქანაზე (ზილ–131) გადავიდა სამუშაოდ. გადაჰყავდა დაჭრილები და ემსახურებოდა ადგილობრივ მოსახლეობას მიმოსვლაში.

მარიამობის წინა დღეებში სამი დღით იყო ჩამოსული საჩხერეში, ოჯახი მოინახულა. რა ვიცოდით, თუ ეს ბოლო შეხვედრა იყო მასთან და ერთი კვირის თავზე მის გვამს ჩამოასვენებდნენ! გვითხრა დროებით მანქანაზე ვზივარო და. პირველი ხელფასი დედას უკლებლივ ჩაუთვალა: ამით ჩემს სახელზე იყიდე რამეო, ხოლო დედა დღესაც ინახავს მის მიერ დატოვებულ ამ 1700 მანეთს.


საბედისწერო გამოდგა თამაზისთვის 1992 წლის 4 სექტემბერი. სამშვიდობო ხელშეკრულების დადების მომდევნო დღეს იგი გმირულად დაეცა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან.

ეს ასე მოხდა: თამაზმა და მისმა ორმა თანამებრძოლმა სოფლის მაცხოვრებლები გააცილეს და უკან ბრუნდებოდნენ, წინ შეიარაღებული ბანდა დაუხვდათ. თამაზი მძიმედ დაჭრეს მკერდისა და მუცლის არეში, ორმა თანამებრძოლმა გაქცევა მოახერხა, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ მისაშველებლად მისულმა ბატალიონმა თამაზის ნაწამები და დაცხრილული გვამი მისივე მანქანის ძარაზე იპოვეს დაგდებული (ამის შესახებ ზოგიერთი მასალა ვიდეოკასეტაზე.

აქვს გადაღებული საჩხერის ბატალიონის უფროსს.

ასეთია მუდამ მომღიმარი, ყველასათვის ერთგული ახალგაზრდა კაცის ხანმოკლე ცხოვრება, იქნებ, იცოდა თავისი ბედისწერა და ამიტომაც იყო „სულსწრაფი“, ერთ ადგილზე გული არ უჩერდებოდა, ყველასი სწამდა და სჯეროდა,ყველა თავის მეგობრად მიაჩნდა, ბოროტი არასოდეს ყოფილა ვინმეს მიმართ,ამიტომაა, რომ ყველა, ვისაც ოდესმე შეხვედრია, დღეს დიდი გულისტკივილითა და პატივისცემით იგონებს მას. მარიობადღეს რომ გვემშვიდობებოდა, გვაფრთხილებდა: ომი მალე დამთავრდება, ნუ გეშინიათო. ცრემლიც კი შევნიშნეთ მის თვალებში, რა ვიცოდით, რომ კიდევ ხუთი დღის სიცოცხლის მეტი თუ არ ეწერა.

სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისთვის.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.07.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0