ლეიტენანტი გიორგი ბიჭიკოს ძე კუხიანიძე დაიბადა 1962 წლის 14 მარტს, ზესტფონში,
1991 წლის 23 ივლისიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის სპეცდანიშნულების ათასეულის, ამჟამად შინაგანი ჯარების სწრაფი რეაგირების სპეციალიზირებული ბატალიონის საბრძოლო სამსახურის ოფიცერ-სპეციალისად.
1992 წლის 25 აგვისტოს აფხაზეთში მდინარე გუმისთის მიდამოებში მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა.
...
ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს,
მამული, თავის ერია,
არ შედრკეს, თუნდა ბუზივით
ეხვიოს თავზე მტერია.
არ გადიწყვიტოს იმედი,
არ შეიცვალოს ფერია,
თორემ დაჰგმობს და დასწყევლის
მოძმე, ერი და ბერია. -
(ხალხური)