გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
დავით ვახტანგის ძე ლომსაძე (კოდალა) დაიბადა 1975 წლის 13 აგვისტოს თბილისში,
1990 წელს დაამთავრა თბილისის 167-ე საშუალო სკოლის 8 კლასი. იმავე.წელს სწავლა გააგრძელა 110-ე პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებელში, რომლის დამთავრებაც ვერ მოასწრო.
1992 წლის დეკემბერში შევიდა მოხალისედ „თეთრი არწივის“ გია ყარყარაშვილის ბატალიონში.
აფხაზ სეპარატისტებთან შეტაკების დროს 1993 წლის 1 ივნისს სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კინდღში დაიღუპა.
დავით ვახტანგის ძე ლომსაძე, დაბადებული 1975 წლის 3 აგვისტოს, ჩაირიცხა მე-II
ბრიგადის ბატალიონ „თეთრი არწივი“-ს „გოჩა ყარყარაშვილის“ სახელობის
დაზვერვის ასეულში 1992 წლის ნოემბერში, მზვერავად.იგი მონაწილეა აფხაზეთში
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ყველა ბრძოლისა,
კერძოდ: ტამიშთან, ლაბრასთან, ატარა არმიანსკაიასთან, შრომასთან, გუმისთასთან.
რიგითი ლომსაძე იყო სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული, უშიშარი მებრძოლი,
იყო უღალატო, მეგობრის გამტანი, ბატალიონის პირადი შემადგენლობა პატივს
სცემდა მრავალი ღირსების გამო. რთული საბრძოლო ოპერაციების შესრულების დროს
გამორიჩეოდა მამაცობითა და შესრულების სიზუსტით.1993 წლის 1 ივნისს, სოფელ
ზემო კინდღთან წარმოებული ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს
ბატალიონ „თეთრი არწივი“-ს „გოჩა ყარყარაშვილის“ სახელობის დაზვერვის ასეულის
რიგითი დავით ლომსაძე გმირულად დაიღუპა.
მარინა ნაჭყებია...
მე ბოლნისის ლომებს ვთლიდი...
მიწა მაქვს და მიწა მქონდა –
დარი მამალ ხოხბის ფრთისა
მოყვრის მსასოებელი და
დამზაფვრელი მოშურნისა!
მაღლივ ღმერთი არ მაკლებდა
შუბლზე მირონცხებულ ნიშანს,
რკინას ვჭედდი, ვაშენებდი
საყდარსა და სანთლის ნიშას.
რეზო ამაშუკელი