გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
ზურაბ ბორისის ძე მირაქიშვილი დაიბადა 1972 წლის 20 ივნისს თბილისში, მოსამსახურის ოჯახში.
სწავლა დაიწყო 113-ე საშუალო სკოლაში 1978 წელს, 1979-იდან ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა გლდანის რაიონში და სწავლა გააგრძელა 69-ე საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1989 წელს.
1991 წლიდან ზურაბი თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტია.
1992 წლის ოქტომბრის თვეში ზ. მირაქიშვილი მოხალისედ ჩაეწერა დაცვის სამინისტროს 114-ე ბატალიონ „ავაზაში“, იმავე წლის 18 დეკემბერს.
იგი აფხაზეთშია და აქტიურ მონაწილეობას იღებს საბრძოლო ოპერაციებში.
დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს სოფელ ტამიშთან, დესანტის გადმოსხმის დროს.
ზურა ბორისის ძე მირაქიშვილი დაიბადა 1972 წლის 20 ივნისს მოსამსახურისა და
პედაგოგის ოჯახში (დედა, იზოლდა გომიაშვილი, ფიზიკოსი, დღემდე ეწევა
პედაგოგიურ საქმიანობას).
1978 წელს სწავლა დაიწყო ქ. თბილისის 113-ე საშუალო სკოლაში, მალევე სწავლა გააგრძელა ქ. თბილისის 69-ე საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1989 წელს. 1991 წელს ჩააბარა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე.
ზურა მირაქიშვილი, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, 1988 წელს აქტიურად და უანგაროდ მუშაობდა ახალქალაქში აჭარელი ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოებში;
თავისი მცირეხნიანი სტუდენტობის პერიოდში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ნარიყალას აღდგენით სამუშაოებში;
1992 წლის ოქტომბერში ზურა მირაქიშვილი მოხალისედ ჩაეწერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 114-ე ბატალიონ „ავაზა“-ს რიგებში და 1992 წლის 8 დეკემბრიდან აქტიურ და ინტენსიურ მონაწილეობას ღებულობდა აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.
გმირულად დაიღუპა 21 წლის ასაკში, 1993 წლის 2 ივლისს, აფხაზეთში, სოფელ ტამიშთან მტრის დესანტის გადმოსხმისა და შემოტევის დროს განხორციელებულ ბრძოლაში.
2001 წელს თბილისის 69-ე საშუალო სკოლის მოსწავლეთა და პედკოლექტივის ინიციატივით, საქართველოს განათლების სამინისტროს, ქალაქ თბილისის საკრებულოსა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება-ორგანიზებით 69-ე საშუალო სკოლას ოფიციალურად მიენიჭა ზურა მირაქიშვილის სახელი. სამწუხაროდ 2006 წელს, საქართველოს სკოლების სსიპ-ებად ჩამოყალიბების პროცესში, ხელისუფლების გადაწყვეტილებით სხვა სკოლებთან ერთად 69-ე სკოლასაც მოეხსნა სახელი. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გლდანში, ქუჩას რომელზეც მდებარეობს 69-ე სკოლა და ზურას სახლი (კორპუსი) მიენიჭება ზურა მირაქიშვილის სახელი (გადაწყვეტილება მიღებულია)