სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზურა უსენაშვილი 1969-93წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი შავნაბადა დაბ. თბილისი ზურა უსენაშვილი 1969-93წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი შავნაბადა დაბ. თბილისი ზურა უსენაშვილი 1969-93წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი შავნაბადა დაბ. თბილისი

1969-1993 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი უსენაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

ზურა უსენაშვილი 1969-93წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი შავნაბადა დაბ. თბილისი

ზურა უსენაშვილიდაიბადა 19 თებერვალი 1969 წელი თბილისი


გარდაიცვალა  09 ივლისი 1993 წელი ტამიში აფხაზეთი

1987 წლის 14 ნოემბერს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. მსახურობდა გერმანიაში. იყო ფრიადოსანი ტანკისტი. დაბრუნდა ოფიცრის წოდებით და1990 წელს მისაღები გამოცდები ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკურ ფაკულტეტზე. დახურა სამი კურსი და ამით დამთავრდა მისი სწავლა. ზურა ბავშვობიდანვე აღზრდილი იყო სამშობლოს სიყვარულით. უზომოდ უყვარდა დავით აღმაშენებელი, ვახტანგ გორგასალი, საქართველო. მეოთხე კლასის მოსწავლე დედას ეუბნებოდა, მალე დადგება დრო, როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდება. საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ მიწებს, ეს აუცილებლად მოხდებაო. ზურა სამაჩაბლოშიც იბრძოდა. გაგრაში პირველი დესანტი იყო, – ამბობდა იგი, – საქართველოს რამდენი საუკუნეა არ ჰყოლია თავისი დესანტი, დღეს კი პირველი დესანტი ვარო. მას ყოველთვის უხაროდა ცხელ წერტილებში პირველი წასულიყო, მეგობრებს უფრთხილღებოდა თავისთავზე მეტად. გაგრაში ბრძოლის დროს დაიჭრა თავის არეში, მაგრამ სიკვდილს გადაურჩა. ბრძოლა ტამიშთან, სოფელ ანუარხოასთან საბედისწერო გამოდგა. დილიდან შემოუტია სატანკო ნაწილმა ცალკეულ სადაზვერვო და შავნაბადას ბატალიონებს, ალყაში მოაქცია მებრძოლები და ორი მხრიდან ტანკებით, ქვეითი ძალებით ცდილობდა მათ განადგურებას. ამ ბრძოლას შეეწირა ცალკეული სადაზვერკო ბატალიონის მეთაურის პირველი მოადგილე ზურაბ უსენაშვილი. ასე დაასრულა ზურამ თავისი სიცოცხლე – 24 ლამაზი წელი. ზურა ყველა ბრძოლაში ისე მიდიოდა სახლიდან, რომ მშობლებმა არ იცოდნენ,ურეკავდენ მეგობრები, ზურა სასეირნოდ წავიდა რიგაში სამ-ოთხ დღეში დაბრუნდებაო. ზოგჯერ თვითონაც ახერხებდა დარეკვას, გორიდან და სოხუმიდან ითხოვდა, ფოსტამ ისეთი ზარი მიეცით, რომ რიგას გავდეს,დედაჩემს მართლა რიგაში ვეგონებიო. ბოლოს, როცა ოჯახმა გაიგო, დაჭრილი შვილის ამბავი, ახლა ამ უკანაკნელად კოჯორში ნაწილის გადაყვანა მოიმიზეზა,

ოჯახში მოსვლა დამაგვიანდებაო, ასე ელაპარაკა თავის დას ტელეფონით დილით, როცა აფხაზეთში „მიფრინავდნენ.

სიკვდილის შემდეგ პირველი საარმიო კორპუსის ცალკეული ბატალიონის მეთაურის პირველი მოადგილე ზურაბ უსენაშვილი გამოჩენილი მხედრული მამაცობისთვის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.


გაგრაში პირველი დესანტი რომ გადასვეს მანდ იყო და შუბლში მოხვდა ტყვია. გაჰკრა და გათიშა, ბიჭებს მკვდარი ეგონათ. მერე ცოტა ხანს გამოუშვეს სახლში აღდგენისთვის და როგორც კი მომჯობინდა, ისევ უკან წავიდა, 

ამერიკული სამხედრო ფორმა ეცვა და ხუმრობდა ხოლმე, ორივე მხარეს უნდა ვიყურო, ჩვენებმა არ მესროლონ ზურგში ფორმის გამოო


ინფორმაცია მოგვაწოდა ირაკლი ჩიქვამ


უსენაშვილი ზურაბი ვალიკოს ძე - დაიბადა 1969 წლის 9 თებერვალს თბილისში. გარდაიცვალა 1993 წლის 9 ივლისს (ტამიში სიმაღლე ანუარხუ). დაკრძალულია დიღმის წმინდა ნინოს ძმათა სასაფლაოზე. შავნაბადას ბატალიონის მეთაურის მოადგილე მაიორი. 1992 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში: ჯერ სამაჩაბლოში, შემდეგ აფხაზეთში. მიიღო მონაწილეობა პირველ საზღვაო დესანტში. მედალი- მხედრული მამაცობისთვის. ვახტანგ გორგასლის I - ხარისხის ორდენი.

უსენაშვილი ზურაბი ვალიკოს ძე

გვარი უსენაშვილი ცხოვრობენ – ბოდბე, ბოლოკიანი, დედოფლისწყარო, ზმ. მაჩხაანი, მაღარო, სიღნაღი, ულიანოვკა, ქისტაური




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.07.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0