სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გიორგი მიქიაშვილი 1927-93წწ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ.  გაგრა აფხაზეთი გიორგი მიქიაშვილი 1927-93წწ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ.  გაგრა აფხაზეთი გიორგი მიქიაშვილი 1927-93წწ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ.  გაგრა აფხაზეთი

1927-1993 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მიქიაშვილი სია

გაგრა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

31       ბეჭდვა

გიორგი მიქიაშვილი 1927-93წწ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. გაგრა აფხაზეთი

 გაგრის ზონის სოფელ ალახაძის პირველ საშულო სკოლაში ხშირად ნახავდით თბილისიდან და სოხუმიდან ჩასულ სტუმრებს. მიზეზი უბრალო იყო –აქ იღვწოდა პედაგოგი, რომელიც მთელ აფხაზეთში იყო დაფასებული.

გიორგი მიქიაშვილმა თქვა და სწორედ ასე იქნებაო, იტყოდნენ აფხაზეთის განათლების სამინისტროში და ამაგდარი, ღვაწლმოსილი მასწავლებლის სიტყვას ისე ენდობოდნენ, როგორც საკუთარს,

ბატონი გიორგი ამავე სოფელში 1927 წელს დაიბადა. სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მშობლიურ სკოლაში იწყებს მასწავლებლობას. მალე მან თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა აღმზრდელმა და ორგანიზატორმა. დააწინაურეს კიდეც მთელი 30 წელი, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, ბატონი გიორგი ამ სკოლის უცვლელი დირექტორი

გახლდათ.

ამ დღეებში გაგრიდან საშინელი ცნობა მივიღეთ. ბატონი გიორგი მიქიაშვილი და მისი მეუღლე მედეა ცაგურიშვილი საკუთარ ოჯახში გამოასალმეს სიცოცხლეს.

რედაქციაში მოვიწვიეთ მათი შვილები ანჟელა და ბეჟანი, ძმა ოთარი,რომლებიც თბილისში იმყოფებიან. მათ თვალები ცრემლით აქვთ სავსე. მეც ხმას ვერ ვიღებ, რა ვუთხრა, რითი ვანუგეშო?დუმილს ბატონი გიორგის ქალიშვილი არღვევს.

– ვერც დავიტირეთ, ვერც მოვეფერეთ...

ვაჟიშვილი კი გულზე მჯიღს იცემს:ნეტავ შინ ვყოფილიყავი, ეგებ დამეცვა საყვარელი მშობლები...

ისევ დუმილი. მძიმე დარდს წამით ვძლევთ და მორიდებით ვეკითხებით.

– მაინც როგორ მოხდა?

ბეჟანი: – ჩვენ თბილისში, ნათესავებთან ვართ... დედ-მამა შინ დარჩნენ.

მამას სოფელში ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა მოხვეჭილი, იმდენი აღზრდილი,ნამოწაფარი ჰყავდა, რომ... არა, მშიშარა როდი იყო, მაგრამ ასეთ საომარ ვითარებაშიც ადამიანობის იმედი ჰქონდა.

ჩვენ ეს შორიდან, გადმოცემით ვიცით... 26 ოქტომბერს საღამოს, მამა თურმე შინ იჯდა და ტელეგადაცემას უყურებდა, უეცრად შევარდნილან ბანდიტები და სროლა აუტეხიათ. მამა იქვე დაცემულა. დედას უმარჯვნია, უკანა კარიდან გავარდნილა, მაგრამ ეზოში, ჭიშკართან მისწევია ბანდიტის ტყვია.

აი, ესაა ყველაფერი, რაც ვიცით.

 ოთარი: – გიორგი სოფელში ძალიან უყვარდათ, არ ვიცი, რა გიფიქრო თანასოფლელი მასზე როგორ აღმართავდა ხელს.. თუმცა, ახლა რომ... მაინც პატივი უციათ, ორივე დაუსაფლავებიათ, ამისთვისაც მადლობელი ვართ! 

ქალიშვილი ცრემლს ვერ იკავებს, ხმამაღლა გვეკითხება:როდემდე გაგრძელდება ასე?! როდემდე უნდა დაგვიხოცონ მშობლები,მასწავლებლები... შვილები... ოჰ, ღმერთო ჩემო!

რა გვეთქვა, რა გვეპასუხა!!

ვცადეთ ოდნავ მაინც დაგვემშვიდებინა შვილები, რომლებმაც საყვარელი.ადამიანები ვერც დაიტირეს, გულზე ვერ მოაყარეს მშობლიური მიწა...მართლა როდემდე?


ჯამბულ ჯიქია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.07.2021
ბოლო რედაქტირება 10.12.2021
სულ რედაქტირებულია 1




მიქიაშვილი - გვარის 8 ღვთისმსახური

1 0

თემურ მიქიაშვილი ოთარის ძე 1958-1992წწ დაკარგ. აფხაზეთი დაბ. ამბროლაური

3 0

ბიძინა მიქიაშვილი დ.1968წ. ევროპის პრიზიორი ძალოსნობა სოფ. საკეცია ამბროლაური რაჭა

1 0

0 1 0