ოლეგ მწყერაშვილი დაიბადა 1960 წლის 9 იანვარს. ადიგენის რაიონის,სოფელ პატარა სმადაში.
1974 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადადის ლაგოდეხში და ოლეგიც სწავლას აგრძელებს ლაგოდეხის სასოფლო-სამეურწეო ტექნიკუმში. 1978-79 წწ. მუშაობს ლაგოდეხის ღვინის ქარხანაში, ხილისა და წვენის გადამუშავების პირველი თანრიგის ოსტატად. შემდეგ სამხედრო სამსახურშია. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობას იწყებს თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხანაში.
1987 წლიდან აქტიურად ებმება ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში. იყო წმინდა ილია მართლის საზოგადოებისა აქტიური წევრი.უზომოდ უყვარდა საქართველო. მისი ჭირ-ვარამის მონაწილე იყო. თავის მოვალეობად თვლიდა ყოფილიყო იქ, სადაც საქართველოს უჭირდა. აქტიურად მონაწილეობდა. ჯავახეთის ტერიტორიაზე იმერეთიდან მოსახლეობის გადასელა-დაბინავებაში,
რათა ეს დიდი ხნის წინათ ჩვენთვის დაკარგული, გაყიდული ჯავახეთის მიწა–ბაგრატიონთა საუნჯე, საქართველოს დაბრუნებოდა.
ოლეგი პირველი დღიღანვე იბრძოდა სამაჩაბლოში, ოს ბოევიკთა წინააღმდეგ.
1991 წლის 27 აპრილს იგი ტრაგიკულად დაიღუპა. მისი გვამი ლიახვში იპოვეს.
დარჩა მეუღლე ღა მცირეწლოვანი. ვაჟი.