სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10685

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ხათუნა მურადის ასული ოდიკაძე-წერედიანი 1971-02/07/93წწ. გარდ. 22 წლის სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი ავაზა დაბ. სოფ. კვალითი ზესტაფონი იმერეთი ხათუნა მურადის ასული ოდიკაძე-წერედიანი 1971-02/07/93წწ. გარდ. 22 წლის სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი ავაზა დაბ. სოფ. კვალითი ზესტაფონი იმერეთი ხათუნა მურადის ასული ოდიკაძე-წერედიანი 1971-02/07/93წწ. გარდ. 22 წლის სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი ავაზა დაბ. სოფ. კვალითი ზესტაფონი იმერეთი

1971-1993 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ოდიკაძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

ხათუნა მურადის ასული ოდიკაძე-წერედიანი 1971-02/07/93წწ. გარდ. 22 წლის სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი ავაზა დაბ. სოფ. კვალითი ზესტაფონი იმერეთი

ხათუნა ოდიკაძე-წერედიანი   

                                           

          დაიბადა 1971 წლის 26 იანვარს ზესტაფონში,1987 წელს  წარჩინებით დაამთავრა კვალითის საშუალო სკოლა.1989 წელს გათხოვდა და ცოლად გაჰყვა მესტიის რაიონის სოფელ ლატალში მცხოვრებ ვაჟა წერედიანს.1991 წელს სწავლა გააგრძელა სოხუმის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე.1993  წელს ჩაება სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში.მოხალისედ ჩაეწერა ,,ავაზას“  ბატალიონში.დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს.დაჯილდოებულია მედლით  ,,მხედრული მამაცობისათვის“. დარჩა მეუღლე და ორი ვაჟიშვილი,გიორგი და ბექარი.

 შენ შემოდგომის ფოთოლი ხარ,ცრემლად დაღვრილი“

           ჩუმ სევდას წარსულის ლანდებთან მივყავარ,წამიერად ცოცხლდება გარდასულ დღეთა სილამაზე და ის ბედნიერი ხანა,რომელსაც ბავშვობა ერქვა.განცდათა სიუხვე ეუფლება სულს და ზმანებათა ფერად ფურცლიდან იშლება ხსოვნის ლამაზი ფარდა....  ფაქიზი გემოვნება,შემოქმედი სული,სიკეთის და სიყვარულის განცდა....  პატიებისა და შეწყნარების ნიჭი,აი ეს იყო ხათუნა!

          ერთად ვიზრდებოდით დაბადებიდან ყმაწვილქალობამდე,იგი ჩემს ხსოვნაში დარჩა,როგორც უბადლო მეგობარი,სუსტთა დამხმარე,ჩაგრულთა ქომაგი,სიმართლის მოყვარული,უშიშარი,ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ბუნების.


        აღთქმული ქვეყნის უმძიმეს აღმართს სისხლით განწმენდილი შეუდგა.დაგვიტოვა ორი დაობლებული ლამაზი სიცოცხლე,დამსხვრეული ოცნებები და გაუსაძლისი ტკივილი...

         მე მტკივა მისი, აუხდენელი ოცნებები მტკივა,მისი აბობოქრებული სულის მღელვარება მესმის და ის დაუოკებელი სწრაფვა,რასაც სამშობლოს თავისუფლება ჰქვია.მახსენდება,როგორი ბედნიერი იყო,როცა სოხუმის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.ამასთანავე,ფარული დარდიც შემოეჩვია.უკვე ორი შვილის დედას მთავარი საფიქრალი - სამშობლოს დარდი გასჩენოდა,ტკიოდა აფხაზეთი და როცა საქმემ მოითხოვა,პირველს მეორე ამჯობინა.ხშირად უთქვამს: შვილები თავისუფალი სამშობლოსათვის მინდაო...  მამულს გაუჭირდა და არ გაქცეულა,იმძლავრა წინაპართა სისხლმა და თავისი სუსტი მხრებით მისი დაცვა გადაწყვიტა. _  ,,საქმეთაგან განმართლდების კაცი,საქმეთაგან წარმოჩინდების ყოველი... “                  

22 წლის, ზესტაფონის რაიონის სოფ. კვალითში გაზრდილმა ლამაზმა, სათნო, კეთილმა ქალიშვილმა ყველაფერი მოასწრო – ლამაზი სიცოცხლე, კარგი მეუღლეობა, ბედნიერი დედობა – გიორგი და ბექა ვაჟას ძე წერედიანების გაჩენა,სოხუმის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტობა, ფრონტის ხაზზე გმირული სიკვდილი.ხათუნა მურადის ასული ოდიკაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით მხედრული მამაცობისათვის“, ის დაიღუპა 2 ივლისს სოფ. ტამიშში დესანტის გადმოსხმის დროს.

მართალია, ძალიან გაუჭირდებათ პატარა გიორგის და ბექას უდედობა, მათ ხომ იმ სითბოს ვერავინ ვერ მისცემს, რასაც ხათუნა აგრძნობინებდა და განაცდევინებდა, მაგრამ როცა ისინი ვაჟკაცები გახდებიან, ყოველთვის იამაყებენ ამით, რომ მათი საყვარელი დედიკოს სიცოცხლე მათ ბედნიერ მომავალს შეეწირა, თუ არა შვილებისა და სამშობლოს დიდი სიყვარული, მაშ რამ აიძულა ხათუნა, ხელში იარაღი აეღო და მტერს გასწორებოდა?




ითანამშრომლა დიმიტრი ქათამაძე რამაზის ძე 1988 წელი დაბ. ზესტაფონი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.07.2021
ბოლო რედაქტირება 30.12.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0