დავით, (დათო) რეზოს ძე რიჟამაძე დაიბადა 1966 წლის 13 თებერვალს,ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში.
1972 წელს შევიდა ქ. ტყიბულის # 1 საშუალო სკოლაში, საიდანაც 1980.
წელს გადავიდა სოფ. საწირის საშუალო სკოლაში, რომელიც 1983 წელს დაამთავრა.
1984 წლის 25 აპრილს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახური გერმანიაში. 1986 წლის 9 მაისს ჩამოვიდა სამხედროდან. 1986 წლის სექტემბერში მუშაობა დაიწყო მაღაროში, 1987-88 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის # 74 სპტ სასწავლებელში. 1989 წელს მუშაობა დაიწყო მაღაროში.1990 წლის სექტემბერში სწავლა განაგრძო ქ. ტყიბულის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. პარალელურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში. 1992 წლის13 ივნისს დაიჭრა ქ. გორთან შეტაკების დროს, 14 ივნისს – დაიღუპა.
მამა – რეზო რიჟამაძე – პენსიონერი.
დედა – ნელი რიჟამაძე მუშაობს ქ. ტყიბულის დაზღვევის სახელმწიფო ფირმაში.
ძმა – გოჩა რიჟამაძე.
და – მარიკა რიჟამაძე.
მეუღლე – ნონა რიჟამაძე – სწავლობს ტყიბულის სამედიცინო ტექნიკუმში,