სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ბეჟან სურგულაძე 1965-93წ. გარდ. სოფ. მერკულა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. სოფ. ბზვანი ვანი იმერეთი

1966-1993 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი სურგულაძე სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

ბეჟან სურგულაძე 1965-93წ. გარდ. სოფ. მერკულა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. სოფ. ბზვანი ვანი იმერეთი

ბეჟან სურგულაძე დაიბადა 24 მაისს 1965 წელს სოფელი ბზვანი, ვანი გარდაიცვალა სოფელი მერკულა ოჩამჩირე


აფხაზეთში საქართველოს დამცველთა პატრიოტულ რიგებს კიდევ ერთი ვანელი ახალგაზრდა გამოაკლდა – სოფელ მერკულასთან გააფთრებულ ბრძოლებში გმირულად დაიღუპა სოფელ ბზვანში დაბადებული და აღზრდილი ბეჟან ლევანის ძე სურგულაძე.

შენი თანამებრძოლებისა და  მეგობრებისათვის ძნელია ყველა იმ სიკეთის და იმ ვაჟკაცობის გადმოცემა, რასაც ამ ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე აკეთებდი.ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებულმა ყმაწვილმა წარმატებით დაამთავრე მშობლიური სოფლის საშუალო სკოლის შვიდი კლასი და სწავლა ქუთაისის 21-ე გაძლიერებულ საშუალო სკოლაში განაგრძე. სწავლის პერიოდში განსაკუთრებულ ნიჭს სამხედრო საიდუმლოების დაუფლებას ახმარდი,რაც არ გაგვკვირვებია ის, რომ შენ საშუალო სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ სწავლა ლენინგრადის უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში განაგრძე. კარგად ვიცოდით, რომ  შენგან ნამდვილი სამხედრო გამოვიდოდა, 1981 წელს წარჩინებით დაამთავრე აღნიშნული სასწავლებელი სამხედრო ინჟინრის სპეციალობით და მოძმე ყაზახეთის დედაქალაქში – ალმა–ათაში დაიწყე მუშაობა.

1989 წლიდან საქართველოში მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა.

ეროვნულმა მოძრაობამ თავის კულმინაციურ წერტილს მიაღწია. მოძმე ყაზახეთიდან, ჩვენო ბეჟან, შენ ყურადღებით ადევნებდი თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ამიტომაც მტკიცედ გადაწყვიტე – უარი გეთქვა იმპერიის ჯარში სამსახურზე და სამშობლოში დაბრუნებულიყავი, სადაც ის იყო ყალიბდებოდა ერთვნული საჯარისო ფორმირებები. შენ პირველი სამხედრო წრთობა ქუთაისში დისლოცირებულ გვარდიაში გაიარე. ახალგაზრდა, ნიჭიერი და მზარდი ოფიცერი ყველაფერს აკეთებდი კიდეც. ჩვენი ახალგაზრდობის სამხედრო პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდისა და მისი  ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისათვის.

როცა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეექმნა აფხაზეთში, შენ ერთ-ერთი პირველთაგანი ჩადექი. სამშობლოს დამცველთა რიგებში.

27 წლის ახალგაზრდას ქუთაისის 213-ე ბატალიონი ჩაგაბარეს და მამაცურად  იბრძოდი კიდეც ქართული მიწის დაცვისათვის. საბედისწერო აღმოჩნდა შენთვის ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულასთან გამართული ბრძოლები. მტრის ტყვიამ იმსხვერპლა შენი ლამაზი. სიცოცხლე,გვიმძიმს, ძალიან გვიმძიმს უშენოდ ყოფნა. რა ვუთხრათ, რით ვანუგეშოთ შენი გამწარებული მეუღლე ხათუნა, მშობლები, დედმამიშვილები, უახლოესი ნათესავები, ხოლო შენი ერთადერთი შვილი ლევანი, რომელიც ახლა 10 თვისაა, გვწამს, ნამდვილი ვაჟკაცი გაიზრდება და. მამას სურათით გაიცნობს.

რას ვიზამთ, ასეთია ომის ბუნება!

შაბათს, 6 მარტს, უკანასკნელად მიგაცილებთ სამუდამო. სასუფეველთან,კიდევ ერთხელ დავიტირებთ შენს ნატყვიარ ცხედარს და ხმამაღლა ვიტყვით,რომ სამშობლო იყო შენი სალოცავი ხატი და უკანასკნელი ფიქრიც ცივ სამარეში ჩაიტანე.

ბეჟან სურგულაძე სიკვდილის შემდეგ. დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის. III ხარისხის ორდენით.


თანამებრძოლებისა და თანაკლასელების ჯგუფი




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.07.2021
ბოლო რედაქტირება 10.06.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0