დაიბადა 1968 წლის 2 მარტს თბილისში, მოსამსახურის ოჯახში – მისი მშობლები პედაგოგები არიან. 1993 წელს დაამთავრა თბილისის მე-10 საშუალო სკოლის რვა კლასი წარჩინებით. სწავლის გაგრძელება სურდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, ამიტომ მუშაობა დაიწყო აკად. ფიფიას სახ. კლინიკურ საავადმყოფოში სანიტრად, პარალელურად კი სწავლა გააგრძელა საღამოს ცვლის საშუალო სკოლაში.
1986 წელს გაიწვიეს არმიის რიგებში, მსახურობდა ქ.გორში 6 თვის განმავლობაში, დანარჩენი დრო კი ნახჩევანში, ქ. ჯულფაში იმსახურა. იყო უფროსი ტანკისტი (დაჰყავდა „ბეტეერი“). 1988 წელს ჯულფიდან ჯარისკაცების ნაწილი და მათ შორის ზაზაც გადაყვანილი იქნა ყარაბაღში საჭიროების შემთხვევაში საომრად.
1988 წლის ნოემბრის თვეში დაბრუნდა თბილისში და დაოჯახდა კიდეც მუშაობა დაიწყო თბილისის საიუველირო ფაბრიკაში. შეეძინა ქალი და ვაჟი.
1992 წლის თებერვლიდან სამსახური დაიწყო გვარდიაში, იყო „თეთრი არწივის“ წევრი. ეგონა მას ვერაფერი მოერეოდა და გაწყვეტდა საქართველოს მტრებს.
იგი 1992 წლის 6 ივნისს, დილით ცხინვალის რაიონში, სოფელ თამარაშენის განთავისუფლებითვის ბრძოლის დროს მეღვრეკისთან საფეთქელში მოხვედრილი ერთაღერთი ტყვიით დაიღუპა:
დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში, ძმათა სასაფლაოზე,
ლამარა აბესაძე,