გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
ავთანდილ რევაზის ძე ფინცაკია დაიბადა ქალაქ ვორკუტაში – კომის ავტონომიურ რესპუბლიკაში, 1973 წლის 22 აპრილს.
1988 წელს დაამთავრა თბილისის 136-ე საშუალო სკოლის 9 კლასი.
1988 წლის პირველ სექტემბერს სწავლა განაგრძო თბილისის მე-6-ე პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში: იყო. ფართო პროფილის მეჩარხე,
რიცხვითი პროგრამული მართვის ჩარხის მე-4 თანრიგის ოპერატორი.
1991 წლის 1 ივლისს მუშაობა დაიწყო თბილმეტროპოლიტენის ელექტროდეპოში ხარატად.
1991 წლის 16 დეკემბერს გლდანის რაიონის სამხედრო კომისარიატიდან გაწვეული იქნა ეროვნულ ჯარში. იყო თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების პირველი ბრიგადის შემადგენლობაში.
1993 წლის 1 ივნისს, აფხაზეთში, კერძოდ ძველ კინდღში, მოწინააღმდეგესთან შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა ოცმეთაური ავთანდილ ფინცაკია.
„შენ ოციოდე გაზაფხული იკმარე მხოლოდ, დანარჩენები სამშობლოსთვის შეგიწირია“.
მამა რეზო ფინცაკია, ვარკუტაში ცხოვრობდა და მუშაობდა, მეშახტე ვარკუტის პარლამენტის წევრი